Jump to content
×
×
  • Create New...

გიორგი გახარია: 3 იანვრიდან სრული ლოქდაუნი არ იგეგმება


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

90232589_10219148094467465_4141394379484

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 3 იანვრიდან საქართველოში სრული ლოქდაუნი არ იგეგმება, რადგან ეპიდვითარებიდან გამომდინარე ამის აუცილებლობა არ არსებობს.

“არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილით თუ ფეხით”, – განაცხადა გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 3 იანვრიდან ქვეყანაში მხოლოდ ის ობიექტები დაიხურება, რომლებმაც დროებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მუშაობა აღადგინეს.

______________________________

● ახალი ცხოვრება ორი თვით. რა შეზღუდვები დააწესა საქართველოს მთავრობამ

● ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ოდნავ მშვიდდება

● საქართველო გარკვეულ შეზღუდვებს ხსნის. რა იცვლება

_________________________________

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც.

მისი თქმით, შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა.

„ჩემი ინფორმაციით, ყველგან, განსაკუთრებით დიდ მოლებში კარგად არის დაცული წესები – დისტანცია და ნიღაბი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით.”

იმნაძემ აღნიშნა ისიც, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეეცდება ძველებურად შეხვდეს ახალ წელს და თავისი ახლობლები მოინახულოს. შესაბამისად, 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შეიძლება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატოს.

პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში მედპერსონალის დაინფიცირების დაახლოებით 20 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

_________________________

საქართველოში, ბოლოს 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

● სულ საქართველოში დადასტურებულია 224 155 შემთხვევა
აქედან:
● გარდაცვლილი –  2 443 
● გამოჯანმრთელებული – 208 951
● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 12 735

 

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   197 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 197 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(12)
    • Chrome(12)
    • Googlebot(2)
    • Facebookexternalhit(2)