ფორუმელი Moor Posted 29 დეკემბერი, 2020 Posted 29 დეკემბერი, 2020 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 3 იანვრიდან საქართველოში სრული ლოქდაუნი არ იგეგმება, რადგან ეპიდვითარებიდან გამომდინარე ამის აუცილებლობა არ არსებობს. “არ იქნება არანაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე, ავტომობილით თუ ფეხით”, – განაცხადა გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 3 იანვრიდან ქვეყანაში მხოლოდ ის ობიექტები დაიხურება, რომლებმაც დროებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მუშაობა აღადგინეს. ______________________________ ● ახალი ცხოვრება ორი თვით. რა შეზღუდვები დააწესა საქართველოს მთავრობამ ● ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ოდნავ მშვიდდება ● საქართველო გარკვეულ შეზღუდვებს ხსნის. რა იცვლება _________________________________ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც. მისი თქმით, შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა. „ჩემი ინფორმაციით, ყველგან, განსაკუთრებით დიდ მოლებში კარგად არის დაცული წესები – დისტანცია და ნიღაბი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით.” იმნაძემ აღნიშნა ისიც, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეეცდება ძველებურად შეხვდეს ახალ წელს და თავისი ახლობლები მოინახულოს. შესაბამისად, 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შეიძლება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატოს. პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში მედპერსონალის დაინფიცირების დაახლოებით 20 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. _________________________ საქართველოში, ბოლოს 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი. ● სულ საქართველოში დადასტურებულია 224 155 შემთხვევააქედან:● გარდაცვლილი – 2 443 ● გამოჯანმრთელებული – 208 951● აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 12 735 სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა