Jump to content
×
×
  • Create New...

ეკა ხოფერია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ჟურნალისტი და ყოფილი ტელეწამყვანი, ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა.

აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ თავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაშიც.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია თავად ეკა ხოფერიამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ შემოთავაზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძისგან მიიღო, რამდენიმე დღის ფიქრის შემდეგ კი დათანხმდა ახალი ვალდებულებების აღებას.

„ვფიქრობ, შემოთავაზების წინაპირობა იყო ის პროექტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად დავიწყეთ – “მე აფხაზეთისთვის”. მისი მიზანი იყო ახალი სახეების აღმოჩენა, მათზე დაწერა. მას შემდეგ რამდენიმე ხანში შემომთავაზა რუსლან აბაშიძემ ეს თანამდებობა. დავთანხმდი, რადგან რთული დროის და დიდი გამოწვევის მიუხედავად, მინდა გუნდთან ერთად ბევრი კარგი გავაკეთო. ჩემთვის აფხაზეთის თემა უცხო არ არის, რადგან ჩემი მშობლები არიან იქიდან და დღესაც მყავს აფხაზეთში ნათესავები. ცოტ-ცოტაც ჩემი ჟურნალისტური გამოცდილებიდან გამომდინარე ყველა თემასთან დაკავშირებით მქონდა შეხება და მონდომებული ვარ, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ“, – ამბობს ეკა ხოფერია.

წყარო: რადიო თავისუფლება

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

35 minutes წინ, Moor said:

ჟურნალისტი და ყოფილი ტელეწამყვანი, ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა.

ვაიმე სად გავიცინოოოოოოოოოო

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   230 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 229 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(22)
    • ASIA
    • Facebookexternalhit(2)