Jump to content
×
×
  • Create New...

„ინკლუზიური განათლების მიმღები ბავშვებისთვის ქცევის მართვა და სასწავლო პროცესის დამოუკიდებლად ორგანიზება გამოწვევად რჩება“


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

პანდემიის პირობებში სკოლის მიღმა, დისტანციურად, სწავლებამ განსაკუთრებით პრობლემები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს შეუქმნა. მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდა. გამოწვევების წინაშე დადგნენ სპეციალური მასწავლებლებიც, რაზეც EDU.ARIS.GE ხშირად წერდა.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამ მიმართულებით გამოწვევების და პრობლემების დასადგენად კვლევა („ინკლუზიური განათლება პანდემიამდე და პანდემიის პირობებში“) ჩატარდა. როგორც კვლევით დადგინდა, სახლის პირობებში ბავშვის ქცევის მართვა და სასწავლო პროცესის დამოუკიდებლად ორგანიზება გამოწვევად რჩება. კვლევაში, რომელიც ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ მიერ განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა მონაწილეობა 718 სკოლის 1406 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელმა მიიღო.

კვლევის შედეგები განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ონლაინ შეხვდრისას გააცნო. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი პროექტების განხორციელება.

EDU.ARIS.GE კვლევის დეტალებით აუცილებლად დაინტერესდება და მკითხველს დაწვრილებით გააცნობს კონკრეტულად რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ დისტანციური სწავლებისას ინკლუზიური განათლების მიმღები პირები და პროცესში ჩართული ადამიანები.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share