ფორუმელი Moor Posted 29 დეკემბერი, 2020 Posted 29 დეკემბერი, 2020 როგორც ცნობილია, ელექტრონული ჟურნალის ხარვეზით მუშაობის გამო, განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს ბაზაში ნიშნების ხელახლა შეტანის შესაძლებლობა მისცა. „გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის ელექტრონული ჟურნალი საპილოტე რეჟიმში დანერგილია ყველა საჯარო სკოლაში და არსებობდა ფუნქციონალთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები, მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მთელი სემესტრის განმავლობაში დაწერილი შეფასებები ასახონ ელექტრონულ ჟურნალში“, – აღნიშნული იყო უწყების წერილში, რომელიც პედაგოგებმა მიიღეს. მასწავლებლები ითხოვდნენ ცვლილებების შეტანისთვის არდადეგების დღეების გამოყენების უფლება ჰქონოდათ, თუმცა როგორც EDU.ARIS.GE-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გაარკვია, ამ პროცედურის შესასრულებლად მათ ვადა მხოლოდ წლის ბოლომდე აქვთ. ელექტრონული ჟურნალი საჯარო სკოლებისთვის სავალდებულო მიმდინარე სასწავლო წელს გახდა. პედაგოგების გარდა, ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის შესაძლებლობა მოსწავლეების მშობლებსაც აქვთ. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა