ფორუმელი Mulan Posted 29 დეკემბერი, 2020 Posted 29 დეკემბერი, 2020 შემადგენლობა: ცომისთვის: 2 კვერცხი, 1 ყავის ჭიქა ფქვილი 2 ყავის ჭიქა შაქრის ფხვნილი 1 ჩ.კ გამაფხვიერებელი სუფლესათვის: 20 გრ ჟელატინი, 150 გრ კარაქი 5 კვერცხი, 0.5 ჭიქა რძე 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1ს.კ ფქვილი მინანქრისთვის: 1 ჭიქა ნაღები, 35 გრ კარაქი 200 გრ შავი შოკოლადი მოსართავად: 1 თეთრი შოკოლადის ფილა მომზადება: ცომის მოსამზადებლად კვერცხის ცილა ავთქვფოთ, დავუმატოთ შაქრის ფხვნილი, ფქვილი და გამაფხვიერებელი. აერღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე და გამოვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში, შევამოწმოთ გამომცვარია თუ არა. სუფლეს მოსამზადებლად ჟელატინი დავალბოთ 70 მლ წყალში. კვერცხის გული ავთქვფოთ შაქრის ფხვნილის ნაცევართან ერთად, დავუმატოთ ფქვილი, კარგად ავთქვფიოთ, შემდეგ დავუმატოთ რძე და დავდგათ წყლის ორთქლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ შესქელებამდე. გადმოვდგათ, გავაციოთ და დავუმატოთ ათ჻ვეფილი კარაქი. ჟელატინი გავაცხელოთ სანამ გადნება. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ შესქელებამდე, დავამატოთ ჟელატინი და შაქრის ფხვნილის მეორე ნახევარი. ორივე მასა ავურიოთ და მოვასხათ ნისკვიტს. მაცივარში გავაჩეროთ 2-3 საათით. მინანქრის მოსამზადებლად ნაღები გავაცხელოთ ( არ ავადუღოთ), დავუმატოთ კარაქი და შოკოლადი, იქამდე ვურიოთ სანამ შოკოლადი დადნება. ტორტს ზედაპირზე მოვასხათ მინანაქარი, კვლავ შევდგათ მაცივარში 1 საათით. მოვრთოთ თეთრი გახეხილი შოკოლადით. X წაიკითხეთ სხვაც კიევური ტორტი სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა