ფორუმელი Mulan Posted 29 დეკემბერი, 2020 Posted 29 დეკემბერი, 2020 შემადგენლობა: 1 საშუალო თავი კომბოსტო 4 ც სტაფილო 200 გრ ნიგოზი 1 კბილი ნიორი 1 ც ბროწეული მარილი გემოვნებით მომზადება: გასუფთავებული კომბოსტო ოდნავ მოვთუშოთ ისე, რომ დარბილდეს. ქვაბიდან რომ გადმოვიღებთ, ფურცლები გავაცალკევოთ და დიდ ლანგარზე დავაწყოთ. სანამ ეს გაცივდება, მანამდე შიგთავსი მოვამზადოთ. ხახვი ზეთში მოვშუშოთ, მერე კი გახეხილი სტაფილო ჩავყაროთ და ერთად მოვთუშოთ. ნიგოზი და ნიორი ერთად გავატაროთ და ისიც ტაფაში ჩავყაროთ. ასევე ჩავყაროთ ბროწეული. კიდევ ხუთი წუთით გავაჩეროთ ცეცხლზე და ვურიოთ. შემდეგ კომბოსტოს ფურცლები გრძლივად დავაწყოთ (სამ – სამი). შიგთავსი ფენა-ფენა წავუსვათ და თან გადავახვიოთ ისე, რომ რულეტის ფორმა მივცეთ. ერთი თავი კომბოსტოს ფურცლებიდან სამი დიდი რულეტი თვისუფლად გამოდის. X წაიკითხეთ სხვაც წითელი კომბოსტოს სალათი სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა