ფორუმელი Mulan Posted 29 დეკემბერი, 2020 Posted 29 დეკემბერი, 2020 შემადგენლობა: 500 გრ ღორის ხორცი 50 გრ ღორის ქონი 1 თავი კომბოსტო 1 თავი ხახვი 1 ც კვერცხი მარილი-გემოვნებით პილპილი-გემოვენბით მომზადება: სატოლმე კომბოსტოს ამოვაჭრათ გული და მდუღარე წყალში გავაჩეროთ 5 წუთის განმავლობაში. როცა ფოთლები დარბილდება, კომბოსტო ამოვიღოთ, ფოთლები გავაცალკევოთ და ამოვაჭრათ მაგარი ადგილები. ღორის რბილი ხორცი, ქონი და ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებულ ფარშს დავუმატოთ პილპილი, კვერცხი, მარილი და კარგად ავურიოთ. ფარში შევახვიოთ კომბოსტოს ფოთლებში, მოვათავსოთ ქვაბში და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე ხორცის მოხარშვამდე. X წაიკითხეთ სხვაც აჭარული ხაჭაპური სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 10 იანვარი, 2021 Posted 10 იანვარი, 2021 ვაზის ფოთოლს მიაწექი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა