ფორუმელი Mulan Posted 29 დეკემბერი, 2020 Posted 29 დეკემბერი, 2020 შემადგენლობა: 450 გრ ნუში 2 ს.კ შაქარი 450 გრ თაფლი მომზადება: ნუში დავჭრათ თხლად (წვრილად). (თუ კანგაცლილი ნუში არ გვაქვს მაშინ გარჩეული ნუში მდუღარე წყალში ცავყაროთ 5–7 წუთი, შემდეგ ამოვიღოთ, კანი მოვაშოროთ და გავაშროთ. ნუში დავჭრათ წვრილად და მოვხალოთ). თაფლი ჩავასხათ თუჯის ან ალუმინის ქვაბში, დავადგათ გაზქურაზე დაბალ ტემპერატურაზე და წამოვადუღოთ. თაფლის მასა ხის კოვზით ვურიოთ, როცა წამოდუღდება და აქაფდება ცეცხლიდან გადმოვდგათ, შევაგრილოთ და ისევ გაზქურაზე დავდგათ. ესე გავიმეოროთ 2–3–ჯერ რომ თაფლი კარგად შესქელდეს, დავამატოთ შაქარი, ცოტახანში დავამატოთ დაჭრილი ნუში და გამუდმებით ვურიოთ. 4–5 წუთის შემდეგ როცა ნუშს ფერი შეეცვლება ქვაბი გადმოვდგათ გაზქურიდან. მომზადებული მასა მაშინვე გადავიტანოთ ხის სველ დაფაზე, ცომის გასაბრტყელებელი დავასველოთ და გავაბრტყელოთ მასა ან ხელით გადავანაწილოთ დაფაზე, გვერდები შევუსწოროთ და სველი დანით ცხელივე დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად. X წაიკითხეთ სხვაც შოკოლადის ბურთულები სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა