Jump to content
×
×
  • Create New...

ბენ ჰოჯესი - საქართველოს მთავრობაში რუსეთის დიდი გავლენაა


Recommended Posts

  • ფორუმელი

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი ბოლო დროს ხშირად აყენებს საქართველოს ნატო-ში დაუყოვნებელი გაწევრიანების აუცილებლობის საკითხს. მისი თქმით, ეს უნდა მოხდეს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული და მსგავსი შემთხვევა ნატო-ს ისტორიაში უკვე ყოფილა. ბენ ჰოჯესი სწორედ ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, რუსეთის ფაქტორზე, საქართველოს მიერ ყურადღებამისაქცევ ფაქტორებზე „ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა.

- ამას წინათ ვიხილეთ ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნულ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ ახალ მოხსენება: "ნატო 2030: ერთად ახალი ეპოქისთვის". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატო უნდა შეეცადოს, გააფართოოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან, როგორც დაუცველ დემოკრატიულ ქვეყნებთან, რომლებიც ცდილობენ ალიანსში გაწევრიანებას და მუდმივად განიცდიან რუსეთის მხრიდან შიდა და საგარეო ზეწოლას. შეაფასებდით ამას, როგორც რეალურ წინ გადადგმულ ნაბიჯს, ნატო-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტთან ერთად?

- უპირველეს ყოვლისა, ამას ძალიან პოზიტიურ ნაბიჯად მივიღებდი. პირველი, რადგან გამოთქმული მოსაზრებები ადასტურებს ნატო-ს გაფართოებისა და კონკრეტულად, საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ეს არ არის უშედეგო, მოხსენების წევრები იყვნენ გერმანია, საფრანგეთი და ალიანსის კიდევ რამდენიმე არსებითი წევრი. ამიტომ, მათი დასკვნა ამ მოხსენებაში აღნიშნულის ძალიან მტკიცე დადასტურებაა. ამან გამამხნევა, ცხადია, გვირჩევნია, რომ საქართველო უკვე ვიხილოთ ალიანსში, ან თუნდაც, მისთვის MAP-ის მიცემა მოხდეს, მაგრამ ესეც ძალიან პოზიტიური ნაბიჯია კრიტიკულ მომენტში.

- MAP-ი ახსენეთ. წარსულში გვსმენია ის მოსაზრებაც, რომ შესაძლებელია, საქართველო ნატო-ში MAP-ის მიღების გარეშეც გაწევრიანდეს. როგორ ფიქრობთ, ეს იქნებოდა შესაძლებელი ან საერთოდ, მისაღები?

- ჩემი წარმოდგენით, ყველაფერი შესაძლებელია, ეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ალიანსის 30 წევრი ქვეყანის გადასაწყვეტია. მაგრამ ჩემი აზრით, ეს სასარგებლო დისკუსია არაა. მოდით, ყურადღება გავამახვილოთ ბრიუსელში, ვაშინგტონში, ბერლინში, პარიზში, ლონდონში ცნობიერების ამაღლების გაგრძელებაზე იმის შესახებ, თუ რატომ არის შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ გააძლიერებს საქართველოს ნატო-ში შესვლა რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. რაც შეეხება პროცესს, გულწრფელად ვფიქრობ, MAP-ის ქონა კარგი იდეაა და მისი გაცემის შემთხვევაში, საქართველო სწრაფად დააკმაყოფილებდა MAP-ის სხვა მოთხოვნებს. თუმცა ყურადღება უნდა გამახვილდეს ვაშინგტონში, ბრიუსელში შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, შემდეგ კი აშკარა გახდება, რომ საქართველო უნდა იყოს ნატო-ში.

- ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო აძლიერებს პრაქტიკულ მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის მიმართ. როგორც მან აღნიშნა, მოხარულია, რომ დამტკიცდა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი და ნატო აძლიერებს ქვეყნის პოლიტიკურ მხარდაჭერასაც. შეგიძლიათ ახსნათ, ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, რას ნიშნავს პრაქტიკული მხარდაჭერა და, მეორე მხრივ, რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურს?

- ვიმედოვნებ, რომ ვნახავთ მუდმივ ძალისხმევას, სამხედრო წვრთნებს, ურთიერთთავსებადობაზე უწყვეტ მუშაობას. იმედი მაქვს, ეს ასევე მოიცავს საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებას აშშ-ს არმიის, აშშ-ს საჰაერო ძალების, აშშ-ს საზღვაო ძალებისათვის. საუბარი არაა არსებითსა და ზომით მნიშვნელოვანზე, არამედ რაიმეზე, რაც აშშ-სთვის და სხვა ერებისათვის უფრო ადვილსა და მიმზიდველს გახდიდა საქართველოში წვრთნებისთვის ჩამოსვლას ან შესაძლოა, საქართველოს გამოყენებას ლოგისტიკურ ცენტრად თუ მნიშვნელოვან სატრანზიტო პუნქტად. თუ ანაკლიის პორტის პროექტი ოდესმე დასრულდება, თუ საქართველოს მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი ექნებოდა, მაშინ წარმომიდგენია აშშ-ს საზღვაო ძალების ხშირი ვიზიტები ანაკლიაში. ჩემი აზრით, ეს არის ის რაღაცები, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია და რასაც ნატო წაახალისებდა. ასევე ვფიქრობ, შესაძლებელია დაზვერვის გაზიარების, შავი ზღვის გარშემო ინფორმაციის გაზიარების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის გზების ძიება ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა - ეს ის სფეროა, სადაც საქართველოს შეუძლია, უფრო მიმზიდველი გახდეს სხვა ქვეყნებთან მტკიცე, პროცედურული ურთიერთობების დამყარების გზით, შავი ზღვის დაზვერვისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით.

- საქართველოში ზოგ შიშობს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება როგორღაც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს. ჩვენ გვახსოვს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ბუქარესტის სამიტის შემდეგ მალევე მოხდა, სადაც ნატო-მ დააფიქსირა პოზიცია, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად შეუართდება ალიანსს... რას უპასუხებდით ამ შიშს?

- ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რაც რუსეთის პროვოცირებას იწვევს, სისუსტე და დასავლეთის მხრიდან გამბედაობის ნაკლებობაა - ესაა ის, რაც რუსეთს აპროვოცირებს. თუ გავიხსენებთ ყველაფერს, რაც კრემლმა შავი ზღვის რეგიონში 2008 წლის შემდეგ გააკეთა: საქართველოში შეჭრა, ყირიმში შეჭრა, დონბასში შეჭრა, ჯარისკაცები მთიან ყარაბაღში, დნესტრისპირეთის ოკუპაცია - ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს მნიშვნელოვნად შეამცირა სამხედრო შესაძლებლობები ევროპაში, ისევე, როგორც ევროპულმა ქვეყნებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები. რუსული მოქმედებებიდან არც ერთი არ ყოფილა დასავლეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგი, რადგან ჩვენ გავაგრძელეთ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების შემცირება, სანამ ეს საბოლოოდ არ შევაჩერეთ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმში შეჭრის შემდეგ, შემდეგ - ისევ გავაძლიერეთ. თუმცა, მთელი ეს აგრესია მოხდა მას შემდეგ, რაც თავი ისე დავისუსტეთ ევროპაში, როგორც არასდროს. შესაბამისად, ამის არ მჯერა, ეს სიყალბეა, რასაც კრემლი ახალისებს, ვინაიდან მათ არ სურთ, რომ ჩვენ ინიციატივა გამოვიჩინოთ, არ სურთ, მხარი დავუჭიროთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, არ სურთ, რომ საქართველო, სერბეთი, უკრაინა ან მონტენეგრო - ასეთი ქვეყნები დასავლეთში ინტეგრირდნენ, ეს უკანასკნელია, რაც მათ უნდათ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ. ჩემი აზრით, კრემლი პატივს სცემს ძალას და ეზიზღება სისუსტე. ამისგან ზედმეტი ხმაურის შექმნა საჭირო არ არის, მაგრამ ჩემთვის აღნიშნული მოსაზრება თანმიმდევრული არაა. ახლა კონკურენცია უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ სამხედრო ნაწილს, არამედ დიპლომატიას, ინფორმაციასა და ეკონომიკას. მჯერა, რომ დიდი ძალების კონკურენცია დიდი ძალების კონფლიქტის პრევენციას ახდენს, რადგან ჩვენ ასე ვაჩვენებთ, რომ გარკვეულ სფეროზე ვზრუნავთ და ამას ვაჩვენებთ ინვესტიციების ჩადებით, კრემლზე პასუხისმგებლობის დაკისრებით მისი უკანონო საქმიანობების გამო. ვგულისხმობ, რომ ყოველდღე, უმთავრესი გაზეთების პირველ გვერდებზე უნდა იყოს რაიმე სათაური იმის შესახებ, რომ რუსული ჯარები ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიის 20%-ში სხედან, ან ყირიმის ოკუპაციაზე, ან იმაზე, რომ დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს ყოველკვირეულად კლავენ. ჩვენ სხვა გზით ვიყურებით, ამიტომ, კრემლს უნდა გავუწიოთ მეტოქეობა და პასუხისმგებლობა დავაკისროთ.

- ცოტა ხნის წინ თქვენ დაწერეთ წერილი, რომელშიც ნათქვამია: ”ჩვენ უნდა მოვიწვიოთ საქართველო ნატო-ში გასაწევრიანებლად. დასავლეთმა სამხრეთ კავკასიაში უნდა გასწიოს კონკურენცია, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, თუკი გვსურს, რომ დიდი ძალების კონფლიქტი ავირიდოთ თავიდან. იქნებ უფრო განგვიმარტოთ, რა სახის კონფლიქტს მოელით აქ და რა შემთხვევაში?

- დაფიქრდით - აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთადერთი დერეფანი ევრაზიასა და ევროპას შორის, რომელიც არ გადის რუსეთზე ან ირანზე, გადის აზერბაიჯანსა და საქართველოზე. სამხრეთ კავკასია წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის კრიტიკულ დერეფანს ენერგოსადენების, სატელეკომუნიკაციო მილსადენების, საჰაერო მიმოსვლისა და პოტენციური სარკინიგზო ხაზისთვის, რომლითაც ჩინეთიდან ევროპაში დიდი რაოდენობით სარკინიგზო ტრანსპორტის გადაადგილება შეიძლება - ეს ყველაფერი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, შავ ზღვაზე ანაკლიის მსგავსი დიდი პორტი გჭირდებათ, რომ ეს მიმზიდველი გახდეს. საქართველოში რუსი ჯარისკაცები არიან, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია; რუსი ჯარისკაცები ცივი ომის დასრულების შემდეგ იმყოფებიან სომხეთში; ახლა კი, რუსი ჯარისკაცები აზერბაიჯანში, მთიანი ყარაბაღის შიგნით მოხვდნენ. ასე რომ, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას თავის ტერიტორიაზე რუსული ჯარი ჰყავს, რასაც ახლა ხალხი მშვიდობისმყოფელებს - მ-შ-ვ-ი-დ-ო-ბ-ი-ს მყოფელებს უწოდებს. ეს იმიტომ, რომ ჩვენ კონკურენცია არ გაგვიწევია და ახლა იქ რუსული ჯარებია შესული. ვფიქრობ, რომ თუ ვაჩვენებდით, რომ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შექმნისადმი ერთგულნი ვიქნებით, ვაპირებთ ფულის ან კერძო ინვესტიციების ჩადებას ამ ქვეყნებში, რათა ხალხმა შეძლოს განვითარება, ან იყოს სამუშაო ადგილები და ახალგაზრდებს დარჩენის სურვილი ჰქონდეთ, ახლა ეს სიტუაცია არ გვექნებოდა. ჩემი აზრით, სომხეთი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს კრემლზე დამოკიდებულების შესახებ, რომელსაც არაფერი გაუკეთებია მათ დასახმარებლად და აზერბაიჯანის ძალებს სომხეთის განადგურების საშუალება მისცა. ამან რა შედეგი გამოიღო? რუსეთს სომხეთში ბაზები აქვს, ისინი საფრთხეს უქმნიან საქართველოს და ართულებენ სამხრეთ კავკასიის ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას. ვერ ვახერხებთ კონკურენციას. არ მესმის, რატომ მისცა საქართველომ რუსეთს უფლება, რომ ამ ე.წ. სამშვიდობოებისთვის ქართული საჰაერო სივრცე გამოეყენებინა. რატომ დაუშვა საქართველომ ეს, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ? ეს არ მესმის. ამასთან, ვფიქრობ, რომ აშშ უნდა იყოს ძალიან მკაფიო საქართველოს მიმართ მხარდაჭერაში, დათა დაიცვას ის კრემლის მიერ შურისძიების ან ზეწოლისგან. სწორედ ამაზე ვსაუბრობ.

- ნატო-სთან დაკავშირებული სხვა შიში ასევე იმას უკავშირდება, რომ თუ ქვეყანა ალიანსს ისე შეუერთდება, რომ მე-5 მუხლმა არ მოიცვას ოკუპირებულ ტერიტორიები, ეს ტერიტორიები შესაძლოა, სამუდამოდ დაიკარგოს...

- უპირველეს ყოვლისა, თუ სტრატეგიულად და გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავთ, თუ რა არის საუკეთესო საქართველოსთვის და რა არის საუკეთესო ნატო-სთვის, ამგვარ პროგნოზს არ გავაკეთებდი. ვგულისხმობ, თუ ვინმე ამბობს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი სამუდამოდ დაიკარგება, ამის პროგნოზირებას არ გავაკეთებ. ნატო-ში დასავლეთ გერმანია მივიღეთ და დაახლოებით 35 წლის შემდეგ ცივი ომი დასრულდა, რის შემდეგაც, რა თქმა უნდა, გერმანიის აღმოსავლეთი ნაწილიც ნატო-ში შევიდა, როგორც გაერთიანებული გერმანია. ასე რომ ვფიქრობ, რომ პრეცედენტი არსებობს. თუმცა კიდევ ერთხელ, არ ვთვლი, რომ დიდი ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რაზე შეუძლია რუსეთს ვეტოს დადება. ჩემი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებამ პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო. რატომ სხედან ისინი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. სარკოზის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 12 წლის შემდეგ - რა მიზნით არიან ისინი იქ დღემდე?

აშშ, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, სხვა ქვეყნები უნდა მუშაობდნენ ჩვენს მეგობრებთან ერთად შავი ზღვის რეგიონში, კრემლის პასუხისმგებლობის საკითხის დასადგენად და მათი იქიდან გაყვანის მიზნით. საქართველოსაც აქვს როლი, ვფიქრობ, რომ საქართველომ უფრო მეტი უნდა იმუშაოს თავის საზოგადოებაში მდგრადობის განმტკიცების მიზნით, რომ ხალხი ენდოს არჩევნებსა და საარჩევნო პროცესს, ენდოს სასამართლო პროცესებს, პარლამენტის მოქმედებები გამჭვირვალე იყოს. ჩემი აზრით, ახლა მთავრობაში რუსეთის დიდი გავლენაა. რა თქმა უნდა, უკანასკნელი, რისი დანახვაც რუსეთს სურს, ისაა, რომ საქართველო მთლიანად ინტეგრირდეს დასავლეთთან, ამიტომ ისინი ძირს უთხრიან ამ ძალისხმევასა და ინიციატივებს. ვფიქრობ, რომ საქართველომ მეტი უნდა გააკეთოს იმის საჩვენებლად, რომ შეუძლია, ამას წინააღმდეგობა გაუწიოს.

- რის საფუძველზე ამბობთ იმას, რომ საქართველოს მთავრობაზე დიდი რუსული გავლენაა, თუ ეს მხოლოდ თქვენი მოსაზრებაა?

- საქართველოს მთავრობა ნამდვილად დაინტერესებული რომ ყოფილიყო ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნით თავისი ხალხისთვის, მაშინ ყველაფერს გააკეთებდა, რომ ქვეყანა უცხოური ინვესტიციებისათვის მიმზიდველი ყოფილიყო. კანონები, ყველაფერი იქნებოდა მიმართული გერმანიის, ჰოლანდიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ამერიკელი ბიზნესის მოზიდვისკენ, რათა ჩამოვიდნენ და საქართველოში ინვესტიციები ჩადონ. ანაკლიის პორტის პროექტის მხარდაჭერის ჩავარდნა ჩემთვის მთავრობის მხრიდან ეკონომიკური განვითარებისთვის მხარდაჭერის წარუმატებლობის უდიდესი დემონსტრირებული მაგალითი იყო. რატომ მოხდა ასე? რატომ არ სურს საქართველოს შავ ზღვაზე არსებითი ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა, რომელიც ათასობით სარკინიგზო ტრანსპორტის პორტალი გახდება, რომელიც ჩინეთიდან კავკასიაში პროდუქტებს შემოიტანს, შემდეგ კი შავი ზღვიდან რუმინეთში, ოდესაში ან თურქეთში გადაიტანს? რატომ არ გინდათ ამის გაკეთება? მე ვფიქრობ, კრემლს არ სურს ნახოს, თუ როგორ დებს ინვესტიციებს გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ საქართველოში. თუ დასავლეთიდან ჩამოსული მსხვილი ბიზნესი საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებს, ისინი მეტ ყურადღებას მიაქცევენ, რატომ სხედან რუსი ჯარისკაცები აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ეს მთავრობები დაიწყებენ მეტ ზეწოლას: „რატომ არის აქ რუსული ჯარი?“ ეს უკანასკნელია, რაც კრემლს უნდა. რა თქმა უნდა, კრემლს არც საკუთარი პორტებისთვის სურს შავ ზღვაზე კონკურენციის ხილვა. იყო ის მაგალითიც, რომ საქართველოს პარლამენტმა შეცვალა კანონი ტელეკომუნიკაციების შესახებ, რამაც ინვესტორებს შეუშალათ ამ შესაძლებლობების განვითარებაში ხელი. ეს მაგალითებია, რომ ან კრემლს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა იმაზე, თუ რა ხდება, ან საქართველოში ლიდერობას რეალურად, არ აინტერესებს სერიოზული ინვესტიციები ქვეყანაში. თქვენ მიმზიდველი უნდა გახდეთ დიდი თანხების მქონე ადამიანებისთვის, რომ მათ მოუნდეთ, ინვესტიცია ჩადონ ინფრასტრუქტურაში, წარმოებაში თუ სხვა, ამა თუ იმ მიმართულებით.

- საქართველოში პოლიტიკური კრიზისია: ოპოზიცია ჩივის, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, ისინი უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ხოლო ელჩები ცდილობენ, შეთანხმების მიღწევის მიზნით შუამავლობა გასწიონ მათსა და მმართველ პარტიას შორის. როგორ ფიქრობთ, თუ საქმე კარგად არ დამთავრდება, პარლამენტმა, რომელშიც მხოლოდ ერთი პარტია შეიძლება იყოს, შესაძლებელია, ნატო-ს მიმართულებით დაბრკოლებები შექმნას, დემოკრატიულობის ნაკლებობის გამო?

- ვფიქრობ, რომ ჩვენ, აშშ-ში საკუთარი გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, რომ ხალხი არ ენდობა არჩევნების შედეგებს. აქ პასუხისმგებელიანმა პოლიტიკურმა ფიგურებმა უნდა აუმაღლონ ხალხს არჩევნების ნდობა. თუ საქართველოში ხალხი არჩევნების შედეგებს ნდობას არ უცხადებს, ეს პრობლემაა, ისევე, როგორც პრობლემაა აშშ-ში. ეს რუსეთის გავლენისგან დაუცველს გვხდის. არჩევნებისადმი ნდობა სწორედ საზოგადოების მდგრადობის ნაწილს ეკუთვნის, რომელიც აქამდე ვახსენე. ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ხალხი დარწმუნდეს, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, გამჭვირვალე და ხმები სწორად იყო დათვლილი - ეს უპირველესია. რა თქმა უნდა, თუ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს, ეს საქართველოს შემთხვევას ხელს არ უწყობს. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად, აჩერებს მას, მაგრამ, საქმეს ნამდვილად არ ეხმარება.

- რამდენიმე კვირის წინ საქართველოში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იმყოფებოდა. საერთაშორისო ურთიერთობების რამდენიმე ექსპერტმა ჩამოსვლამდე მას წერილი მისწერა, რომელშიც პომპეოს ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებას სთხოვდნენ. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელი იქნება ნატო-ში გაწევრიანებამდე თუ არა და რეალურად, რა მნიშვნელობა ან გავლენა ექნება მას?

- მესმის, რომ თუ საქართველოს მთავრობა არ იქნებოდა დარწმუნებული, რომ აშშ თანახმა იქნებოდა, მაშინ ამაზე საჯაროდ საუბრისგან თავს შეიკავებდნენ. ასევე მესმის, რომ შეერთებული შტატების მხრიდანაც ამის სურვილი ძალიან აქტიური ვერ იქნებოდა, რადგან ჩვენ ცვლილებების ფაზაში ვართ, ახალი ადმინისტრაციისთვის ძალაუფლების გადაცემა უნდა მოხდეს. ასე რომ, მგონია, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ალბათ, ეს საკითხი წინ გარკვეული დროის განმავლობაში წინ ვერ წავა. თუმცა, მცირე რაოდენობით ინფრასტრუქტურის ქონა განხორციელებადია - ვსაუბრობ ლოგისტიკაზე, ობიექტების არსებობაზე საჰაერო ძალების შენახვისა და გამართვისთვის. მაგალითად, საჰაერო ძალების ან სახმელეთო ძალების როტაციულ ლოგისტიკურ ჯარებზე, საქართველოში სატრანსპორტო მშენებლობისთვის. საბოლოოდ, ამგვარი საქმეების კეთებით, საქართველო შეიძლება, შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში აშშ-სა და სხვებისთვის კერა გახდეს. ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს დიდი მოცულობის, მაგრამ მაგალითად, რუმინეთში, კონსტანტასთან ახლოს მდებარე საჰაერო ბაზის მშენებლობა მრავალი წლის წინ დაიწყო, თავიდან მცირე ლოგისტიკური ცენტრი იყო, ახლა კი ჩვენი მთავარი ბაზაა რუმინეთში. შესაბამისად, ჩემი აზრით, საქართველოში შეიძლება, ეს იყოს გარკვეული სატრანზიტო ან ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც თუნდაც, სავარჯიშო ადგილად იქნას გამოყენებული, ან აშშ-მ გამოიყენოს იმ ძალებისთვის, რომლებიც შესაძლოა, რეგიონში, მაგალითად, ერაყსა თუ სირიაში დაბრუნდნენ - ამას ჩვენ "ჰორიზონტზე ყურებას" ვუწოდებთ, რომელიც საქართველოდან განხორციელდებოდა. იმედი მაქვს, ახალ ადმინისტრაციას საქართველოს მთავრობასთან ამ სახის დისკუსიები ექნება.

- სახელმწიფო მდივნის ვიზიტს რომ დავუბრუნდეთ, უცნაური გარემოება იყო, რომ პომპეოს საქართველოში ყოფნისას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. ზოგი ექსპერტი თვლის, რომ ის აქ „დაფიქსირდა“, რათა რუსეთს, მას შემდეგ, რაც უკვე მას სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ჰყავს ძალები განთავსებული, დაენახა, რომ აშშ რეგიონით კვლავ დაინტერესებულია. ამ ვარაუდს ეთანხმებით თუ ფიქრობთ, რომ ვიზიტს რაიმე სხვა მიზანი ჰქონდა?

- რა თქმა უნდა, რაიმე განსაკუთრებული შეფასება არ მაქვს. მოხარული ვიყავი, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოში იმყოფებოდა, ეს მნიშვნელოვანია. ეს მხარდაჭერაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, ჩვენი შესანიშნავი დიპლომატებისთვისაც, რომლებიც საელჩოში მუშაობენ - თბილისში შესანიშნავი საელჩო გვაქვს, რომლითაც ვამაყობ. ვფიქრობ, პრობლემაა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი იმავე მოგზაურობის დროს თურქეთში ლიდერებს არ შეხვედრია. თქვენს მეზობელ ქვეყანას, თურქეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს შავი ზღვის რეგიონში და ჩვენ თურქეთთან ურთიერთობა უნდა დავალაგოთ. იმედი მაქვს, აშშ-ის მომავალი ადმინისტრაცია შავი ზღვის მთელი რეგიონისთვის სტრატეგიის შემუშავებით დაკავდება, ისევე, როგორც სწორი პოლიტიკის შემუშავებით თითოეული ქვეყნისთვის. ჯერ საჭიროა სტრატეგია რეგიონისთვის, შემდეგ კი პოლიტიკის შემუშავება თითოეული ქვეყნისთვის.

- როგორ ფიქრობთ, ჯო ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია იქნება დასავლეთში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის ფაქტორი და როგორ შეაფასებთ დონალდ ტრამპის 4 წელს ამ მხრივ?

- ტრამპის ადმინისტრაცია უნდა შევაქოთ მაგალითად, ჯაველინების გადაცემის გადაწყვეტილების გამო, ასევე, ადრეულ ეტაპზე საქართველოში ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იმყოფებოდა - ეს ძლიერი სიგნალები იყო. მაგრამ იარაღის მიწოდება სტრატეგია არ არის და ვფიქრობ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ბოლომდე არასდროს განუვითარებია სტრატეგია რეგიონისთვის. გვქონდა პოლიტიკა უკრაინისთვის, რუმინეთისთვის, მაგრამ არ არსებობდა თანმიმდევრული სტრატეგია რეგიონისთვის, სადაც აშკარა იქნებოდა, რომ შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აშშ-სა და ნატო-სთვის, ეს იყო ნაკლი. ახლა ვიმედოვნებ, ბაიდენის ადმინისტრაცია რეგიონს გაცილებით მტკიცედ მიუდგება. ვინ იქნებიან აშშ-ს ადმინისტრაციაში, მაგალითად, სახელმწიფო მდივნის ქვეშ, ეს მნიშვნელოვანი სიგნალები იქნება, - რა ისტორია აქვთ შემდეგ ადმინისტრაციაში მყოფ ხალხს შავი ზღვის კუთხით, საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და განსაკუთრებით, რუსეთის მიმართულებით. ვიმედოვნებ, ბაიდენის ადმინისტრაცია კრემლთან ძალიან მკაფიო, მტკიცე და ძლიერი იქნება და მათ პასუხისმგებლობას დააკისრებს. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთთან არ ისაუბრებენ - რა თქმა უნდა, უნდა ისაუბრონ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტრამპის ადმინისტრაციაზე ყოველთვის არსებობდა კითხვები რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში, რეალურად, არავინ არავინ ენდობოდა იმას, რასაც ისინი ამბობდნენ თუ აკეთებდნენ და ვფიქრობ, ეს სამწუხაროა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

როცა რამე თანამდებობა აქვთ ხმას ვერ გააღებინებ და რო გადადგებიან მოაღებენ პირს მარა ვის რა ჩემ ფეხებად უნდათ? :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

მთავარი  აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლების კომენტარებია  და არა ამ ვიღაც  ნაცების უკანალის მლოკველის .

ასერო  ნაცობამ და დანარჩენმა  ჟოპოობამ   სამარე თავის ხელით გაითხარეს და  სხვა  ოპო პარტიებიც ჩაიყოლეს :)

დიდი იმედი მაქვს   უარესად ჩაიკუკავენ და  გაორმაგებული ძალებით გაანგრძობენ  დასავლელი პარტნიორების ლანძღვას .

 

ვალოდია დაუფასებს  წიმურს ამ დიდ გარჯას  რაც  პარტიაზე ნამდვილად აისახება .

prezident-rossii-vladimir-putin-smeetsya



 

Share on other sites

  • ფორუმელი

@t-90

6 საათის წინ, t-90 said:

როცა რამე თანამდებობა აქვთ ხმას ვერ გააღებინებ და რო გადადგებიან მოაღებენ პირს მარა ვის რა ჩემ ფეხებად უნდათ? :D

 ამის დასაწერად შემოვედი,

ex-ობაზე ადვილია საუბარი, 

ობამასი არ იყოს :D

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Say_or said:

@t-90

 ამის დასაწერად შემოვედი,

ex-ობაზე ადვილია საუბარი, 

ობამასი არ იყოს :D

პენსიონერები არიან ლობისტების პეიროლზე და დაკვეთით რაღაცას  დაახეთქებენ ბრძნული სახით რა. :D

და მაყუთი ირიცხება. :D მეტი მაგათ აღარ ეკითხებათ და რაღაცით ხო უნდა ირჩინონ? სამხედრო პენსია არაფერს ყოფნის ძმაუ. :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

@t-90

 

18 minutes წინ, t-90 said:

პენსიონერები არიან ლობისტების პეიროლზე და დაკვეთით რაღაცას  დაახეთქებენ ბრძნული სახით რა. :D

და მაყუთი ირიცხება. :D მეტი მაგათ აღარ ეკითხებათ და რაღაცით ხო უნდა ირჩინონ? სამხედრო პენსია არაფერს ყოფნის ძმაუ. :D

 

დიდად მგონი არც იმას უყურებენ, მათი სფერო არის, არ არის... ყველაფერში ერკვევიან :givi:

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი

 ხო, ორი წელია აღარ მსახურობს და რაღაც კვლევითი ცენტრი გააკეთა :დ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/9/2020 at 3:02 PM, Moor said:

“ ეს უკანასკნელია, რაც კრემლს უნდა. რა თქმა უნდა, კრემლს არც საკუთარი პორტებისთვის სურს შავ ზღვაზე კონკურენციის ხილვა. იყო ის მაგალითიც, რომ საქართველოს პარლამენტმა შეცვალა კანონი ტელეკომუნიკაციების შესახებ, რამაც ინვესტორებს შეუშალათ ამ შესაძლებლობების განვითარებაში ხელი. ეს მაგალითებია, რომ ან კრემლს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა იმაზე, თუ რა ხდება, ან საქართველოში ლიდერობას რეალურად, არ აინტერესებს სერიოზული ინვესტიციები ქვეყანაში. თქვენ მიმზიდველი უნდა გახდეთ დიდი თანხების მქონე ადამიანებისთვის, რომ მათ მოუნდეთ, ინვესტიცია ჩადონ ინფრასტრუქტურაში, წარმოებაში თუ სხვა, ამა თუ იმ მიმართულებით.

რაცხა არიფულად მსჯელობს ვინცხაა.

კიდე კაი აზერებს არ მივეცით ეს მაგისტრალი, რა საერთაშორისო ინვესტიცია რას ლაპრაკობს.

აზერული კომპანია ბეზ პიტი მინუტ გახდებოდა რუსული პროქსი. 

აგერ რაც ხდება ახლა ყარაბაღში თუნდაც, ჭკუა ვერ ისწავლეს ამ გოიმებმა მოკლედ.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   161 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 161 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(3)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)