Jump to content
×
×
  • Create New...

ევროკავშირმა "ბრექსიტის" შემდგომ სავაჭრო შეთანხმებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-0d0456c6b0960af909e82353235b4bf5.jpeg

ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ბრიტანეთთან, ე.წ. ბრექსიტის შემდგომ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ძალაში 1 იანვარს შევა. სებასტიან ფიშერმა გერმანიიდან, რომელიც ამჟამად ეკონომიკური ბლოკის ქვეყანა-პრეზიდენტის წარმომადგენელია, თქვა - “მწვანე შუქი. ევროკავშირის ელჩებმა, ევროკავშირ-ბრიტანეთის ვაჭრობის და თანამშრომლობის შეთანხმების დროებითი განაცხადი ერთხმად მოიწონეს”. ხუთშაბათს გამოცხადებული შეთანხმების უკანა თარიღით რატიფიკაცია ევროპარლამენტმა მაინც უნდა მოახდინოს, რაც თებერვლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი. შეთანხმების მოწონება ბრიტანეთთან დროებით ტარიფების გარეშე ვაჭრობის ნებას რთავს მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირის საერთო ბაზარს 1 იანვარს დატოვებს. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩები ამ შეთანხმების მოსაწონებლად, ორშაბათს ბრიუსელში შეიკრიბნენ. მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთის პარლამენტი მას ოთხშაბათს დაამტკიცებს.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share