ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ამსახველი რეზოლუცია მე-10 მოწვევის პარლამენტმა ოპოზიციის გარეშე, მხოლოდ „ქართულმა ოცნების“ 81 დეპუტატის მხარდაჭერით დაამტკიცა. ინიციატორები ამბობენ, რომ ქვეყანას საგარეო პოლიტიკაში აქვს ამბიციური მიზნები და ამ დოკუმენტის სწრაფად ინიცირებაც სწორედ ამით არის განპირობებული. ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ შეახსენებენ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმატება შიდა პოლიტიკაზეა დამოკიდებული; შიდა პოლიტიკურ კრიზისზე კი, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიზნების დამტკიცება სრული კონსენსუსით არ მოხდა. „ქართული ოცნება“ არ კარგავს იმედს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში, ადრე თუ გვიან, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მაინც შევა. მაგრამ ფაქტია, რომ უმრავლესობა ამ შემთხვევაში არავის დაელოდა. პირველად საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში, ახალ პარლამენტში, ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, მხოლოდ მმართველმა პარტიამ დაამტკიცა დოკუმენტი, რომელიც „მომდევნო 4 წლისთვის“ მთელი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. წინა წლებში დამტკიცებულ მსგავს რეზოლუციებს საქართველოს პარლამენტში ფართო პოლიტიკური სპექტრი უჭერდა მხარს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ამ ტიპის დოკუმენტი 2016 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა. მერვე მოწვევის პარლამენტმა ამ ტიპის დოკუმენტი 2013 წლის 7 მარტს მიიღო. „ასე რატომ იჩქარეს ამ რეზოლუციის მიღება ერთპარტიულ პარლამენტში?“ - კითხულობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი თეონა აქუბარდია. რომ არა ბოიკოტი, დეპუტატის რანგში ისიც მიიღებდა მონაწილეობას რეზოლუციის განხილვის პროცესში. სხვა ოპოზიციონერების მსგავსად, თეონა აქუბარდიასაც აქვს უკვე დაწერილი განცხადება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. თუმცა პარალელურად - ასევე სხვების მსგავსად, უარს არც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე ამბობს. „ჯერ აბსოლუტურად ბუნდოვანია, რა კომპრომისზე წამოვა ხელისუფლება მოლაპარაკებების ფარგლებში... მაგრამ, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ მოლაპარაკებების შედეგად ისინი ელოდებიან ოპოზიციას პარლამენტში... ხოლო, მეორე მხრივ, ასე ნაჩქარევად ამტკიცებენ ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტს ერთპარტიულ პარლამენტში და ეს ხდება ოპოზიციური პარტიების სახით ხალხის წარმომადგენლობის დიდი ნაწილის გარეშე... „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გვეუბნება, რომ ის აპირებს - 2024 წელს განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე... ეს მისასალმებელია, მაგრამ ერთპარტიული პარლამენტის პირობებში ეს რომ შეუძლებელია, თავად მათაც უნდა ესმოდეთ“ - ეუბნება აქუბარდია რადიო თავისუფლებას. რეზოლუციის ტექსტის ერთ-ერთმა ავტორმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განხილვების პროცესში არაერთხელ განაცხა, რომ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული რეზოლუცია პრიორიტეტულად „ქართული ოცნების“ ამბიციური გეგმის გამო იქცა. „როდესაც შეიკრიბა პარლამენტი,უმრავლესობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პირველი პროექტი, რომელიც დაინიცირდებოდა, ის იქნებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ - იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ამ მიმართულებით მომავალი 4 წლის განმავლობაში“ - თქვა სამხარაძემ 25 დეკემბერს გამართულ საკომიტეტო სხდომაზე. ექსპერტების ნაწილი ამ დოკუმენტში მაინცდამაინც ბევრ სიახლეს ვერ ხედავს. მათი შეფასებით, ახალ რეზოლუციაში მეორდება ბევრი რამ, რაც წინამორბედ მსგავს დოკუმენტებში იყო ასახული და ზოგადადაც - ყველა პუნქტი საქართველოში წლების მანძილზე შეთანხმებულ საკითხებს ეყრდნობა. როდესაც "ქართული ოცნება" ამბიციური გეგმაზე ლაპარაკობს, პირველ რიგში აღნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის 2024 წლისთვის წარდგენას და ეს რეზოლუციაშიც არის ასახული. თუმცა ნატოს შემთხვევაში კონკრეტული ვადა მოცემული არ არის და მიზნად დასახულია „ნატოს წევრობისთვის სტრატეგიული მზადყოფნის“ უზრუნველყოფა. „ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არის ისტორიული არჩევანი, რომელიც ასევე გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით... შესაბამისად, ეს არის ამ რეზოლუციის მთავარი სულისკვეთება. თუმცა საგარეო პოლიტიკის ნომერი პირველი ამოცანა არის ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. სწორედ ეს არის რეზოლუციის პირველი პუნქტში“ - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ 25 დეკემბერს, რეზოლუციის პროექტის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე წარდგენისას. რეზოლუციის პირველ პუნქტში, რუსეთი, როგორც ასეთი, საერთოდ არ არის ნახსენები. მას მხოლოდ რეზოლუციის მე-7 და მე-8 პუნქტებში ვხვდებით, სადაც მაგალითად ნათქვამია, რომ - „საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაციის დასრულება“. ტექსტში რუსეთთან დაკავშირებით ჩაწერილს არასაკმარისად მიიჩნევს თეონა აქუბარდია. მაგალითად, მისთვის დიდი პრობლემაა, რომ რეზოლუციაში საერთოდ არ არის მოხსენიებული რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები - „ახლა ანექსიის პრობლემა კიდევ უფრო ახალ ფაზაშია შესული და პრაქტიკულად, რუსეთის გეგმა ამ პროცესის 3 წელიწადში დასრულებას გულისხმობს“. პარლამენტში განხილვის პროცესს რომ დასწრებოდა, როგორც თეონა აქუბარდია გვეუბნება, რუსეთთან მიმართებით ის აუცილებლად მოითხოვდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხსენებას და ესენია, მაგალითად: პარლამენტის მიერ 2014 წელს მიღებული განცხადება - რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე, რაც ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ გაფორმებას უკავშირდებოდა; პარლამენტის მიერ 2018 წელს დამტკიცებული რეზოლუცია - „ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“. ყოფილი დეპუტატი, ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გვეუბნება, რომ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღება „ქართულ ოცნებას“ დროში რომ გაეჭიანურებინა, კრიტიკას ახლა უკვე დაგვიანების გამო ვერ ასცდებოდა. თუმცა მისი შეფასებით, საგარეო პრიორიტეტებზე გათვლილი დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაკლია, როდესაც ისინი „ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონსენსუსს არ ეყრდნობა“, რადგან ეს არის განაცხადი „პირველ რიგში საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ქვეყნა არ აპირებს არჩეული კურსიდან გადახვევას“. ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტების არა ფართო კონსენსუსით, მხოლოდ ერთი პარტიის მიერ დამტკიცება პრობლემურია კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანის, ეკა აკობიას შეფასებითაც. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, საქართველოს საგარეო პოლიტიკური წარმატება შიდა პოლიტიკაზეა დამოკიდებული და შიდა პრობლემების მოგვარების გარეშე, ყველაფერი „ცალმხრივ და ფასადურ პროცესს“ ემსგავსება. „ყველას ძალიან კარგად ესმის და მით უფრო - ჩვენს საგარეო პარტნიორებს, რომ საგარეო პოლიტიკაში ჩვენი წარმატების ხაზი გადის შიდა პოლიტიკაში მიღწეულ პროგრესზე. როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის მთავარ დოკუმენტებში გაწევრიანების კრიტერიუმებს - ქვეყნის დემოკრატია და კანონის უზენაესობა წარმოადგენს. ასეთი საარჩევნო პროცესის პირობებში, რომელმაც არჩევნების ხარისხობრივი გაუარესების სურათი აჩვენა და გამოიწვია ყველაზე რადიკალურად დაპირისპირებული ოპოზიციური ძალების ერთიანობა იმ საკითხზე რომ ასეთი არჩევნებით არჩეული პარლამენტი არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური, ამის ფონზე ასეთი საგარეო პოლიტიკური განცხადებები, რა თქმა უნდა, ტოვებს ცალმხრიობისა და ფასადურობის შთაბეჭდილებას არა მხოლოდ დაინტერესებული მოქალაქეების თვალში, არამედ საერთაშორისო პარტნიორების აღქმითაც. ასე ნაჩქარევად ამ დოკუმენტის მიღებას, ჯობდა, რომ „ქართულ ოცნებას“ შიდა პოლიტიკური პროცესები კონსტრუქციულად წარემართა და მერე მოეხდინა ეროვნული მასშტაბის დოკუმენტის ინიცირება“ - უთხრა აკობიამ რადიო თავისუფლებას. ახალ რეზოლუციაში საქართველო „ევროპულ დემოკრატიად“ არის მოხსენიებული. თუმცა წელს ტექსტში ვეღარ ვხვდებით 2016 წელს დამტკიცებული მსგავსი დოკუმენტის მე-2 პუნქტში ასახულ ფორმულირებას 2016 წლის რეზოლუციაში იყო ასეთი ჩანაწერი: „საგარეო პოლიტიკური ამოცანების განსახორციელებლად საქართველო უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას. ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული იქნება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს - როგორც სტაბილური, უსაფრთხო ქვეყნისა და დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით რეგიონის ლიდერის ავტორიტეტის განმტკიცებისკენ“. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა