Jump to content
×
×
  • Create New...

რბოლა კოვიდ-19-ის ვაქცინისთვის


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-0112c7dc6bfa512cf56d4ac561cac2c3.jpeg

ამერიკაში მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფის აცრა უკვე რამდენიმე კვირაა ორი ვაქცინით მიმდინარეობს. ევროკავშირმა კი 21 დეკემბერს დამტკიცებული "ფაიზერ" "ბიონტექის" ვაქცინით დაიწყო მოქალაქეების აცრა. ამ ვითარებაში განსაკუთრებით ბევრი კითხვა ჩნდება იმის შესახებ, თუ ვინ აიცრება მედპერსონალის, ასაკოვანი ადამიანებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების შემდეგ? როგორ მიეწოდება ვაქცინა სხვა ქვეყნებს?  ვირუსმა მსოფლიოში უკვე 1.7 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  ამერიკული კომპანია "ფაიზერი" და მისი გერმანული პარტნიორი "ბიონტექი" მსოფლიოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის პროცესში პირველები აღმოჩნდნენ. მათი ვაქცინა საგანგებო ნებართვის მიცემით დაამტკიცეს ამერიკაში, სხვა რამდენიმე ქვეყანაში და ევროპაში. ბოლო ეტაპის კვლევების მონაცემები მათ საზოგადოებას 18 ნოემბერს წარუდგინეს. ვაქცინის გამოყენების საგანგებო ნებართვა პირველად, 3 დეკემბერს, დიდ ბრიტანეთში გასცეს. 9 დეკემბერს ის დაამტკიცეს კანადაშიც, 11 დეკემბერს კი - ამერიკაში. ვაქცინის გამოყენება ნებადართულია საუდის არაბეთსა და მექსიკაში.  "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" შესაძლოა წლის ბოლომდე გადაწყვიტოს "ფაიზერისთვის" "კოვაქსის" პროგრამის ფარგლებში ნებართვიც მიცემაც. პროგრამის მიზანი მცირე და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ვაქცინით უზრუნველყოფაა.  ვინ დაამტკიცებს "მოდერნას" ვაქცინას? "მოდერნა" მეორე კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც "ფაიზერ"-"ბიონტექის" შემდეგ ამერიკაში საგანგებო გამოყენების ნებართვა მიიღო და ერთ-ერთი ბოლო ეტაპის კვლევების მონაცემები 30 ნოემბერს გამოაქვეყნა. ამ შედეგების თანახმად, ვაქცინა 94 %-ით ეფექტური იყო.  კანადამ "მოდერნას" პროდუქტი 23 დეკემბერს დაამტკიცა და სავარაუდოდ, ასევე დამტკიცებით დასრულდება 6 იანვარს მსგავსი პროცესი "ევროპული მედიცინის სააგენტოშიც".  კიდევ ვინ ცდილობს ვაქცინის შექმნას? ბრიტანული კომპანია "ასტრაზენეკა" კიდევ ერთი კომპანიაა, რომელმაც შესაძლოა მსგავსი ნებართვა მიიღოს. 23 ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით, მათი საშუალო ეფექტურობა 70 % იყო, თუმცა იმ ჯგუფში, რომელმაც ჯერ აცრის ნახევარი დოზა, შემდეგ კი სრული დოზა მიიღო, ვაქცინის ეფექტურობა 90 % იყო. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ შეაფასებს ვაქცინის ეფექტურობას ესა თუ ის მარეგულირებელი ორგანო დოზებში სწორედ ამ განსხვავებების გამო. მაგალითად, ინდოეთმა კომპანიისგან მეტი მონაცემი მოითხოვა. "ასტრაზენეკა" ასევე ჩართულია განხილვებში ევროპის მარეგულირებელ ორგანოსთან, რომელიც ვაქცინას სწავლობს.  იანვარში კვლევების შედეგების გამოქვეყნებას გეგმავს კომპანია "ჯონსონი და ჯონსონიც". მაღალი ეფექტურობის შემთხვევაში, ის ავტორიზაციის მიღებას თებერვალში შეეცდება. კვლევებში ამ ეტაპზე 40 000-მდე მოხალისე მონაწილეობს.  კვლევების ბოლო ეტაპზეა ამერიკული კომპანია "ნოვავაქსიც". კვლევები ბრიტანეთში მიმდინარეობდა, ამერიკაში კი ფართომასშტაბიანი კვლევა იანვარში დაიწყება და პირველი მონაცემები 2021 წლის პირველ თვეებში უნდა გახდეს ცნობილი.  რა ხდება ამ კვლევებისას? კომპანიები როგორც წესი, საკუთარ ვაქცინას ჯანმრთელ მოხალისეებს უკეთებენ და შემდეგ ამოწმებენ რამდენად ნაკლებია აცრილთა შორის ინფიცირების რიცხვი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც ვაქცინის ნაცვლად მხოლოდ პლაცებო მიიღეს. მოხალისეებმა არ იციან, მიიღეს თუ არა რეალური ვაქცინა, რათა კვლევის მონაწილეებს შორის განსხვავებული ქცევა თავიდან იყოს აცილებული.  "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" აცხადებს, რომ ვაქცინა სულ მცირე 70 %-ით ეფექტური უნდა იყოს. ამერიკის დაკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია კი სულ მცირე 50%-იან ეფექტურობას ითხოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ კვლევის მონაწილეთაგან დაინფიცირებულთა შორის, სულ მცირე ორჯერ მეტი უნდა იყოს მათი რიცხვი ვინც პლაცებო მიიღო და არა - რეალური ვაქცინა.  რუსეთი და ჩინეთი  მაშინ, როდესაც "ფაიზერის" პროდუქტით აცრა მხოლოდ დამტკიცებისა და მანამდე კი მესამე ეტაპის კვლევების სრულად გამოქვეყნების შემდეგ გახდა ნებადართული, რუსეთსა და ჩინეთში მოქალაქეებს მანამდეც ცრიდნენ რამდენიმე განსხვავებული ვაქცინით, რომელთა ბოლო ეტაპის კვლევებიც ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.  რუსეთმა ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ შუა ეტაპის მონაცემებით, მისი პროდუქტი - სპუტნიკ V - 91.4 %-ით ეფექტური იყო. აგვისტოში მოქალაქეებისთვის ინექციების გაკეთება დაიწყეს და ოფიციალური მონაცემებით, 100 000-ზე მეტი ადამიანი აცრეს.  ჩინეთმა მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფის - ჯანდაცვის მუშაკებისა და მაღალი რისკის მქონე მოქალაქეების აცრა ივლისშივე დაიწყო და აცხადებს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში უკვე მილიონამდე მოქალაქე იყო აცრილი. გამოყენებულ პროდუქტებს შორის ორი, ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული "ჩინეთის ეროვნული ბიოტექ ჯგუფის" მიერაა შექმნილი, ერთი კი - "სინოვაკ ბიოტექის". ამ უკანასკნელის კვლევის შედეგები განსხვავებულია. შუა ეტაპის კვლევებმა თურქეთში აჩვენა, რომ ინექცია 91.25 %-ით ეფექტურია, ბრაზილიელი მეცნიერები კი ამბობენ, რომ მისი ეფექტურობა მხოლოდ 50%. დეკემბერში არაბთა გაერთიანებულმა საამირობმა განაცხადა, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის ვაქცინა ქვეყანაში 86%-ით ეფექტური აღმოჩნდა.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   318 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 317 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(1)