Jump to content
×
×
  • Create New...

2020 წელს რუსეთმა 400-ჯერ სცადა ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევა, ნატომ ამდენჯერვე გაუშვა ავიაგამანადგურებლები


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-918cd30fc10d90f283c4695a38aaa933.jpeg

2019 წელთან შედარებით 2020 წელს რუსეთმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცესთან ამოუცნობი თვითმფრინავები უფრო მეტჯერ გაგზავნა. პასუხიც შესაბამისი იყო და როგორც ნატოში აცხადებენ, ალიანსმა 400-ჯერ გაგზავნა ევროპაში ავიაგამანადგურებლები, საფრთხის თავიდან ასარიდებლად.   როგორც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი განმარტავს, ფრენების 90 პროცენტი სწორედ რუსული სამხედრო თვითმფრინავებისგან მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად შესრულდა.  "ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ ვეხდავთ რომ რუსეთის მხრიდან გაიზარდა სამხედრო საჰაერო გადაადგილება ალიანსის საზღვრებთან," - თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ალიანსის პრეს-სპიკერმა იოანა ლუგესკუმ.  ლუგესკუ განმარტავს, რომ ალიანსი მუდმივ მზადყოფნაშია საფრთხეების ასაცილებლად.  "ჩვენ ყოველთვის ფხიზლად ვართ. ნატოს საბრძოლო თვითმფრინავები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ და მზად არიან მოკავშირეების საჰაერო სივრცესთან საეჭვო ან მოულოდნელი ფრენების შემთხვევაში იმოქმედონ. საჰაერო უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია რათა ჩვენი წევრების უსაფრთხოება იყოს დაცული," - განმარტავს იონა ლუგესკუ.  ნატო ასევე განმარტავს, რომ რუსეთის ქმედებები საფრთხის შემცველია სამოქალაქო ავიაციისთვის, რადგან რუსეთი არ გასცემს მისი სამხედრო თვითმფრინავების ე.წ. ტრანსპონდერის კოდს, შესაბამისად, უცნობი რჩება რა სიმაღლეზე და პოზიციაზეა ესა თუ ის თვითმფრინავი.  ალიანსს ევროპაში 40-მდე საჰაერო სათვალთვალო რადარი აქვს და საფრთხის გასანეიტრალებლად მუდმივად მზადყოფნაშია 60 ავიგამანადგურებელი. 

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share