Jump to content
×
×
  • Create New...

ფაუჩი აცხადებს: კორონავირუსთან ბრძოლაში კრიტიკული დრო დადგა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-deed4b6baa38379cc3169ad343055f22.jpeg

შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ კვირას თქვა, რომ ქვეყანა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში “ნამდვილად კრიტიკულ დროშია”, როდესაც დაავადების ახალი შემთხვევების რიცხვი უაღრესად მაღალია. ფაუჩიმ, რომელიც გასულ კვირაში აიცრა, კვირას “სი ენ ენს” უთხრა, რომ ხალხისთვის ნამდვილად ძნელია დღესასწაულების დროს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ექსპერტები დაჟინებით ურჩევენ ეს არ გააკეთონ. ხელისუფლება აცხადებს, რომ ნათესავების და მეგობრების მოსანახულებლად 85 მილიონი ამერიკელი მოგზაურობს და შიშობენ, რომ ეს შეერთებულ შტატებში ინფექციების რიცხვს გაზრდის. უკვე რამდენიმე კვირაა, შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად ინფიცირების 200 ათასი ახალი შემთხვევა აღირიცხება. ფაუჩიმ, რომელიც 1984 წლიდან ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია და ბაიდენის მომავალი ადმინისტრაციის მთავარ სამედიცინო მრჩევლად არის დასახელებული, ამერიკელებს აცრისკენ არაორაზროვნად მოუწოდა. ფაუჩიმ თქვა, რომ იმედი აქვს მომავალ თვეებში, 209 მილიონი ზრდასრული ამერიკელების 75-80 პროცენტი აიცრება. ეს ის რაოდენობაა, რომელიც შესაძლოა საკმარისი იყოს ე.წ. “ჯოგური იმუნიტეტის” შესაქმნელად, რათა პანდემია დასრულდეს. მან თქვა, რომ “შუა ზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე”, მომავალ აგვისტოსთვის, შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა “აცრილი ადამიანების კრიტიკულ რიცხვს მიაღწიოს”. იმ დროისთვის, როგორც მან თქვა, შესაძლებელი იქნება ქვეყანა “ნორმალურობის გარკვეულ ფორმას დაუბრუნდეს”. ფაუჩიმ თქვა, რომ შეერთებული შტატების ჯანდაცვის მესვეურები აკვირდებიან მუტანტ შტამებს, რომლებიც ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდა. იმ ქვეყნების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ “ფაიზერ-ბიონტექის” და “მოდერნას” მიერ შემუშავებული ვაქცინები ამ შტამებისგან დაგვიცავს, თუმცა ფაუჩიმ თქვა, რომ შეერთებული შტატების მკვლევარები საკუთარ ცდებს ჩაატარებენ რათა ამაში დარწმუნდნენ.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   134 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 133 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(26)
    • YandexBot(14)
    • Googlebot(2)
    • Facebookexternalhit(3)
    • t-90