Jump to content
×
×
  • Create New...

ნეშვილში შობის დილას აფეთქებაში ბრალდებული ადგილზე დაიღუპა 


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-aeb9d1f294a5a303b5dfe0db03ee7c36.jpeg

შობის დილას ნეშვილში მომხდარ დიდ აფეთქებაში ბრალდებული 63 წლის ენტონი უორნერი იყო. ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის იმ მანქანაში იმყოფებოდა, რომელიც აფეთქდა.  "ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი სახელად ენტონი უორნერი, იყო ამფეთქებელი. ის ადგილზე იმყოფებოდა და აფეთქების დროს დაიღუპა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ტენესის ოლქის წარმომადგენელმა დონალდ კოხრანმა.  დამატებით დეტალებზე თუ რა მოხდა შობა დილას ნეშვილში გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები მუშაობას განაგრძობენ.  ამ დრომდე ინციდენტის ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო რომ ახლოს მდებარე შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა და დაშავდა 3 ადამიანი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. აფეთქება ნეშვილში 25 დეკემბერს დილით მოხდა.  ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო ამბობს, რომ ამ დროისთვის მომხდარში სხვა პირის დანაშაული არ იკვეთება. 

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   295 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 295 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)