ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 შობის დილას ნეშვილში მომხდარ დიდ აფეთქებაში ბრალდებული 63 წლის ენტონი უორნერი იყო. ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის იმ მანქანაში იმყოფებოდა, რომელიც აფეთქდა. "ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი სახელად ენტონი უორნერი, იყო ამფეთქებელი. ის ადგილზე იმყოფებოდა და აფეთქების დროს დაიღუპა,"- თქვა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ტენესის ოლქის წარმომადგენელმა დონალდ კოხრანმა. დამატებით დეტალებზე თუ რა მოხდა შობა დილას ნეშვილში გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები მუშაობას განაგრძობენ. ამ დრომდე ინციდენტის ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო რომ ახლოს მდებარე შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა და დაშავდა 3 ადამიანი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. აფეთქება ნეშვილში 25 დეკემბერს დილით მოხდა. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო ამბობს, რომ ამ დროისთვის მომხდარში სხვა პირის დანაშაული არ იკვეთება. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა