ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვან ზრდას აანონსებს. მათი თქმით, დენის გაძვირება “სამწუხაროდ აუცილებელია”. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი ვერ ანაზღაურებს ელექტროენერგიის შესყიდვის დრამატულად გაზრდილ ხარჯებს. “უკვე 10 თვეა, მწვავე ფინანსურ კრიზისში ვართ, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი”, – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე. კომპანიის განცხადებით, საინვესტიციო პროექტების მკვეთრი შემცირება უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზეც. და თუ სრულად არ დაფინანსდა აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას და შესაძლოა საერთოდ ეჭვქვეშ დადგეს ელექტრომომარაგების საკითხი – ანუ ქვეყანა დენის გარეშე დარჩეს. კომპანიის დირექტორის თქმით, ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა და სრული პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. ელექტროენერგიის შესაძლო გაძვირებაზე კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, იგი ვერ ჩაერევა მარეგულირებლის გადაწყვეტილებაში და დარწმუნებულია, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას, “რომელიც ერთის მხრივ მომხმარებლის უფლებებს დაიცავს, მეორეს მხრივ კი ენერგოკომპანიებს მისცემს საშუალებას, უსაფრთხოდ მაიწოდონ ელექტროენერგია მომხმარებლებს.” ________________________ ● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს ● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა ● ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის 1,8 მილიარდამდე ზრდა გამოიწვია სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 15 minutes წინ, Moor said: დენის გაძვირება “სამწუხაროდ აუცილებელია”. რა თქმა უნდა აუცილებელია. ბიტკოინების წარმოება, აფხაზეთის გაზრდილი მოთხოვნილების უზრუნველყოფა. არავინ გაბედოს გაპროტესტება. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა