ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 აშშ-ის 2021 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, წლიური საბიუჯეტო კანონი, რომელიც სხვადასხვა ფედერალური ორგანოს მიერ გასაწევ ხარჯებს განსაზღვრავს, საქართველოს დასახმარებლად არანაკლებ 132 მილიონ აშშ დოლარს ითვალისწინებს, თუმცა თანხის გაცემა ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი 27 დეკემბერს მოაწერა, წერია, რომ აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტს საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მდგომარეობის შესახებ მოხსენება უნდა წარუდგინოს. წინა წლების პრაქტიკის კვალდაკვალ, კანონი კრძალავს იმ სახელმწიფოების დახმარებას, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარეს. დოკუმენტის თანახმად, „აქტის მიერ გამოყოფილი თანხები არ უნდა მოხმარდეს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობის დახმარებას, რომელმაც… აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა მათთან“. კანონი ასევე განსაზღვრავს, რომ აქტის მიერ გამოყოფილი თანხები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში რუსეთის ოკუპაციის მხარდაჭერას არ უნდა მოხმარდეს. აქტის მიხედვით, გათვალისწინებული დახმარება არ უნდა მოხმარდეს „ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელ სახელმწიფოს, თუ მისი მთავრობის რომელიმე ქმედება არღვევს სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ სუვერენიტეტს“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის ხაზინის მდივანმა აშშ-ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აღმასრულებელ დირექტორებს უნდა დაავალოს, მხარი არ დაუჭირონ ამ ინსტიტუტების მიერ დახმარების გამოყოფას იმ პროგრამებისთვის (მათ შორის სესხების, კრედიტების ან გარანტიების), რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ. აქტი ასევე შეეხება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას, რომლის ექვსი წევრიდან ერთ-ერთი საქართველოცაა, და აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დასახმარებლად გამოყოფილი თანხები ევროკავშირთან ამ ქვეყნების ასოცირების შეთანხმებებისა და სავაჭრო ხელშეკრულებების განხორციელებას უნდა დაეხმაროს, ასევე ხელი უნდა შეუწყოს „რუსეთის ფედერაციის მხრიდან ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის მიმართ მათი მოწყვლადობის შემცირებას“. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს საკითხი წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ ასიგნებების აქტში აშშ საქართველოს მთავრობას დახმარების 15%-ს დემოკრატიის მდგომარეობის გათვალისწინებით გამოუყოფს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის განმარტება საქართველოს დახმარების შესახებ საქართველო აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების 2021 ფისკალური წლის კანონპროექტში სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა