ფორუმელი Moor Posted 7 დეკემბერი, 2020 Posted 7 დეკემბერი, 2020 განცხადებები მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ 7 დეკემბერს ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ლიდერებს შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკებების მესამე რაუნდი შედგა. მოლაპარაკებები ამით არ დასრულებულა, გუშინდელი შეხვედრის დეტალები კი ისევ უცნობი რჩება. თუმცა აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან გაკეთებული განცხადებების მიხედვით, წითელი ხაზის ორივე მხარეს პოზიციები დაახლოვდა. მოლაპარაკებებში წითელ ხაზად ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხი რჩება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არის რეალური ალბათობა იმისა, რომ მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს შეთანხმებით. „განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პოზიცია უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ, არაერთხელ და ეს არ შეიცვლება. „ქართული ოცნება“ ამას არ განიხილავს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ. ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ გააკეთა თავისი არჩევანი ამ 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. ჩვენ ჩვენი საჯარო პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ, რომ განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას, მათ შორის, პლებისციტს, „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, არ განიხილავს“, - თქვა თალაკვაძემ. ის რომ საკვანძო საკითხზე შეთანხმება ჯერ ჰორიზონტზე მოჩანს, ოპოზიციის ლიდერების განცხადებებში იკითხებოდა. ამ თემაზე ასევე ნახე: შალვა ნათელაშვილი: ეს პარლამენტი არ შედგება, ეს არის მკვდრადშობილი ორგანო გრიგოლ ვაშაძის თქმით, მთავარ საკითხზე კომპრომისი არ ჩანს გიორგი ვაშაძე: ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მხარეების პოზიციებში კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა დათმობა არასწორი სიტყვაა - კობახიძე მოლაპარაკებების III რაუნდის შემდეგ მთავრობის გარდა, ვის სჯერა, რომ თვითდასაქმებულები ონლაინვაჭრობას დაიწყებენ დეკემბრის დასაწყისში, როდესაც ხელისუფლებამ ახალი, მკაცრი შეზღუდვები დააწესა, ათასობით ადამიანი სულ მცირე 2 თვით ისევ სამსახურის გარეშე დარჩა. მათი ნაწილის პრეტენზიების საპასუხოდ ერთ-ერთმა მოხელემ განაცხადა, რომ სახელმწიფო თვითდასაქმებულებს საქმიანობას კი არ უკრძალავს, არამედ უზღუდავს და, შესაბამისად, გამოსავლად, მაგალითად, ყვავილების გამყიდველებს, ონლაინვაჭრობაზე გადასვლა შესთავაზა. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ ვაკე-საბურთალოს სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე მეყვავილეებს, ფაქტობრივად, ყვავილების გაყიდვა აუკრძალა. თუკი ისინი საქმიანობას გააგრძელებდნენ, ჯარიმების გადახდა მოუწევდათ და, შესაბამისად, პატარა მაღაზიებიც დაიკეტა. რამდენად ადვილია ონლაინვაჭრობის დაწყება და რამდენად ადვილია ამის წამოწყება თვითდასაქმებულებისთვის - რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რა სჭირდება ბიზნესის ინტერნეტში გადატანას. წაიკითხე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში. დღეიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინაცია იწყება დიდ ბრიტანეთში დღეიდან კორონავირუსის აცრები იწყება. ვაქცინის დამტკიცებიდან ერთი კვირის თავზე Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას პირველ ეტაპზე რისკჯგუფები, მათ შორის - სამედიცინო პერსონალი მიიღებს. აღნიშნული ვაქცინა სამი კვირის შუალედით, ორი ინექციის სახით კეთდება. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ დეკემბრის ბოლომდე 4 მილიონ ვაქცინას მიიღებენ. სულ მთავრობას 40 მილიონი ვაქცინა აქვს შეკვეთილი, რაც 20 მილიონ ადამიანს უნდა ეყოს. კვლევების თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 95%-იან დაცვას ჰპირდება მსოფლიოს. ამ ეტაპზე სულ სამი ვაქცინაა მასობრივი წარმოების ეტაპამდე მისული: Pfizer, AstraZeneca და Moderna. წაიკითხე მეტი. COVID სიახლეები საქართველოდან 7 დეკემბერს: ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი 55%-დან 65%-მდე ავიდა ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი 6,5%-ია საქართველოში კორონავირუსით დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა 1 მარტიდან ვერც ერთი არაადაპტირებული შენობა ვერ აშენდება - "ღია საზოგადოების ფონდის" განცხადება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების” დამტკიცებას ეხმაურება „ღია საზოგადოების ფონდი“. მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ვერც ერთი შენობა-ნაგებობა თუ ინფრასტრუქტურული მოწყობა, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა, ვერ განხორციელდება ყველა კატეგორიის ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროების გაუთვალისწინებლად. ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 1 მარტიდან შევა და ამ პერიოდის შემდეგ გაცემულ სამშენებლო ნებართვებს შეეხება. განცხადების თანახმად, ეს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიღწევაა "ღია საზოგადოების ფონდის" ადვოკატირების საქმიანობაში, რაც თანაბრად აისახება ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა პირზე, გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და ხელს შეუწყობს მათ სრულყოფილ და დამოუკიდებელ მონაწილეობას ყველა სფეროში. წაიკითხე მეტი. კობალაძის წერილი - მეგობრის სიკვდილიდან ბორკილების დადებამდე წერილი, უფრო ზუსტად კი, ამბავი, რომელიც ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულმა აკაკი კობალაძემ, ციხის კოვიდცენტრში, კლინიკა „ლანცეტში“, 22 ნოემბერს დაწერა, რადიო თავისუფლებას მისმა მეუღლემ სოფია სოსელიამ მიაწოდა. აკაკი კობალაძე, თედორე გობეჯიშვილის მეგობარი და 2020 წლის არჩევნების დამკვირვებელი, წერილში დეტალურად აღწერს 7 ნოემბერს, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების დღეს განვითარებულ მოვლენებს. ამბავი იმ წუთიდან იწყება, როდესაც მეგობრის, თედორეს გარდაცვალება შეიტყო და გრძელდება იმ მომენტამდე, როდესაც მას, როგორც მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე ბრალდებულს, პოლიციის განყოფილებაში ბორკილები დაადეს. აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე, ასევე თედორე გობეჯიშვილის მეგობარი და ცესკოს სწავლების ყოფილი სპეციალისტი, გამოძიებამ 7 ნოემბერს, საღამოს, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში დააკავა. წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში. ყირგიზი ქირურგი მემბეთ მამაკეევი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც უხუცესი მოქმედი ქირურგი, რომელიც 67 წელია, ოპერაციებს აკეთებს და დღესაც თამამად ხმარობს სკალპელს. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა