Jump to content
×
×
  • Create New...

მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 დეკემბერს


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-ac9f34fd0d4fb513794d7774bc961301.png

  განცხადებები ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით ხუთსაათიანი მოლაპარაკებებისა და უკვე მეოთხე მცდელობის შემდეგ ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ვერაფერზე შეთანხმდა. არადა, პარლამენტის პირველი სხდომა კარს არის მომდგარი. გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბრისთვის დანიშნა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა უწოდა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მოლაპარაკებას. თალაკვაძის განცხადებიდან გამომდინარე, მხარეების პოზიცია ამ ეტაპზე მხოლოდ იმ საკითხში უახლოვდება ერთმანეთს, რომ საარჩევნო რეფორმა საჭიროა. ხელახალი არჩევნების, პოლიტპატიმრებისა და პარლამენტში შესვლის ან არშესვლის საკითხზე კი, ორი დაპირისპირებული მხარე ისევ სხვადასხვა პოლუსზე რჩება. რა განცხადებები გააკეთეს მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მოლაპარაკებების შემდეგ: თალაკვაძე: ვიმუშავეთ ბევრი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კობახიძე: საარჩევნო რეფორმის ბევრ საკითხზე შეჯერებული პოზიციები უკვე გვაქვს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა შალვა ნათელაშვილი: დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევდივართ ზურა ჯაფარიძის თქმით, საუბარი გაგრძელდა პუნქტებზე მაგრამ უშედეგოდ ალექსანდრე ელისაშვილი: არანაირად არ შევდივარ პარლამენტში ნიკა მელია: მე-10 მოწვევის პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ აპირებს, ამბობს გიორგი ვაშაძე   ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში გუშინ კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 4673-ით გაიზარდა. გარდაიცვალა 36 პაციენტი. ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი ისევ თბილისია. საქართველოში უკვე დაიწყო B ტიპის გრიპის ცირკულაციაც. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ამ სეზონზე გრიპის ვირუსი პირველად გამოჩნდა კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად მსოფლიოს ყურადღება კი გუშინ დიდი ბრიტანეთისკენ იყო მიპყრობილი, სადაც კორონავირუსის ვაქცინაცია დაიწყო. პირველები, ვინც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებენ, მთავრობის მიერ განსაზღვრული რისკჯგუფის წარმომადგენლები იქნებიან. მასობრივი იმუნიზაციის ფარგლებში პირველი ვაქცინა 8 დეკემბერს 90 წლის მარგარეტ ქენანს გაუკეთეს. წაიკითხე მეტი. ამ თემაზე ასევე ნახე: ცნობილია დაწესებულებების სია, სადაც კორონავირუსზე სწრაფი ტესტი უფასოდ ტარდება   ირაკლი ბებუას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ცხელი ხაზით მიღებული ცნობის თანახმად, ავრცელებს ინფორმაციას, რომ 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა. „აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ 30 სექტემბერს გავრცელდა. წაიკითხე მეტი. ამ თემაზე ასევე ნახე: ოკუპირებული რეგიონების ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, მათი ნათესავები საერთაშორისო ზეწოლისა და არაღიარებული ამნისტიის მოლოდინში     საზღვარს განსაზღვრავენ არა ძველი რუკები, არამედ მოლაპარაკებები - ინტერვიუ გელა ბეჟუაშვილთან 1 დეკემბერს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში და უშიშროების საბჭოს მდივანი 2004-2005 წლებში, გელა ბეჟუაშვილი, პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოკითხეს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე. ამ საქმის გამოძიების დაწყებისას გელა ბეჟუაშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქმის ბრალდებულებს. გელა ბეჟუაშვილმა 9 ოქტომბერს თქვა, რომ კომისიის ორივე წევრმა, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ „დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების დადგენის პროცესში და ამისთვის მხოლოდ პატივისცემას იმსახურებენ“. 1 დეკემბერს დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეჭვი არ ეპარება წინასწარ პატიმრობაში მყოფი კომისიის ყოფილი წევრების პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმში. მათ მიმართ ნდობა დააფიქსირა გამოკითხვისასაც, პროკურატურაში, რადიო თავისუფლებას კი 8 დეკემბერს უთხრა, რომ საქმე გვაქვს პერსონალურ ტრაგედიასთან. ინტერვიუ გელა ბეჟუაშვილთან წაიკითხე ნასტასია არაბულის სტატიაში.         რუსეთში იწყება ფართო მასშტაბის ვაქცინაცია. ვაქცინა Sputnik-V-ს პირველად მედმუშაკებსა და მასწავლებლებს გაუკეთებენ; ბრიტანეთი ვაქცინაციის კამპანიას იწყებს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირად ადვოკატს, რუდი ჯულიანის კორონავირუსი აღმოაჩნდა; მსოფლიო ემზადება პირველი შობისა და ახალი წლის აღსანიშნავად COVID-19-ის პირობებში.  

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   22 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 21 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(7)
    • Chrome(14)