ფორუმელი Moor Posted 10 დეკემბერი, 2020 Posted 10 დეკემბერი, 2020 სადავო პარლამენტის პირველი სხდომა - ვინ, სად და რას გააკეთებს 11 დეკემბერს? მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს 12:00 საათზე დაიწყება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სხდომაზე მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევა. პარლამენტის დარბაზში არ იქნებიან „ოცნების“ ლიდერების ბოლო გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო გაბრაზებული ოპოზიციონერები. ისინი 11 დეკემბერს მანდატებზე უარის სათქმელად ცალკე შეიკრიბებიან. უკვე ცნობილია, რომ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“. როგორი იქნება დღევანდელი დღე „ქართული ოცნებისთვის“ და ოპოზიციური პარტიებისთვის? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში. ამ თემაზე ასევე ნახე: ცნობილია საპარლამენტო თანამდებობებს როგორ გაინაწილებს „ქართული ოცნება“ გირაოთი გაათავისუფლეს ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა აკაკი კობალაძესა და აკაკი ხუსკივაძეს. როგორც რადიო თავისუფლებას სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს, გირაოს თანხა შეადგენს 10 000-10 000 ლარს. გათავისუფლების შემდეგ აკაკი კობალაძემ თქვა: „გაკვირვებული ვარ. დილით სხდომა უნდა ჩატარებულიყო ჩვენი თანხმობის გარეშე, „ზუმ“-ის პროგრამით და ე.წ. ვიდეოთვალით. გათავისუფლება ერთი პროცენტით არ დამიშვია. ჩემი და აკაკი ხუსკივაძის დაკავება იყო „მარკესის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკები“ რომ არის, ზუსტად ასე, ჯერ ხდებოდა პოლიტიკოსების მიერ დაანონსება და შემდეგ ასრულებდნენ სამართალდამცავები. როდესაც წინასწარ პატიმრობა შემიფარდა, არსენ კალატოზიშვილი იყო მოსამართლე, წინასწარი პატიმრობა ძალიან მოკლე პროცესია ხოლმე. 6 საათზე დაიწყო სასამართლოს სხდომა და „8-საათიანი“ იმედის ნიუსისთვის უკვე გამზადებული იყო, რომ ჩვენ შეგვეფარდებოდა წინასწარი პატიმრობა“. წაიკითხე მეტი. საქართველო კორონავირუსის გავრცელებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა საქართველო კორონავირუსის გავრცელებით მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძეც. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებაზე გავლენას ახდენს თავყრილობები, უნიღბოდ სიარული და სოციალური დისტანციის არდაცვა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში დაფიქსირებული 4 570 ახალი შემთხვევიდან უდიდესი ნაწილი კვლავ თბილისსა და იმერეთზე მოდის. ამავდროულად, კლების ტენდენცია ნარჩუნდება აჭარაში. გუშინ კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა. წაიკითხე მეტი. ამ თემაზე ასევე ნახე: გამყრელიძე პირბადის ტარების მაჩვენებელზე: 95% თუ გვექნა, საახალწლოდ სერიოზულად დავასტაბილურებთ მდგომარეობას გარდაიცვალა კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი ბელარუსი 20 დეკემბერს საზღვრებს ჩაკეტავს. ოპოზიციის თქმით, მინსკი COVID-19-ს საბაბად იყენებს ბელარუსი 20 დეკემბრისთვის რამდენიმე სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს კორონავირუსის პანდემიის გამო. ეს შეამცირებს ხალხის მიმოსვლას პერიოდში, როცა ქვეყანა ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებითაა მოცული. 10 დეკემბერს იურიდიული ინფორმაციის ეროვნულმა საინტერნეტო პორტალმა გამოაქვეყნა მანამდე მთავრობის მიერ მიღებული რეზოლუცია ზომების შესახებ, რომლებშიც ასევე შედის ბელარუსელებისთვის მოგზაურობის აკრძალვა, გარდა სამსახურებრივი და სასწავლო მიზნებისა. რეზოლუცია გამოქვეყნებიდან ათ დღეში შედის ძალაში. წაიკითხე მეტი. ექთნები ომში: სანამ ყველა დაეცემა საავადმყოფოში ყოფნის დაახლოებით მეხუთე დღეს, დედაჩემმა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ კოვიდ-19 დაუდასტურდა, მითხრა, ექთნები პაციენტებისთვის გადასხმის სისტემის დაყენებას ვეღარ აუდიან და დახმარებას სთხოვენ კოვიდით დაავადებულ სხვა ექთნებს, რომლებიც ჩვენ გვერდით წვანანო. იმ განყოფილებაში მაშინ 40 პაციენტი იწვა - მათზე ზრუნვა კი 3 ექთანს ევალებოდა. მათი ხელფასი დაახლოებით 300 ლარია - ზოგის უფრო ნაკლები, ზოგის ოდნავ მეტი. „თუ ექთნების და მათი დამხმარე სანიტრების სამუშაო და შრომითი პირობები არ გაუმჯობესდება, არ გაიზრდება მათი ხელფასი და რესურსი სწორად არ გადანაწილდება, სამედიცინო სფეროში კატასტროფას მივიღებთ - დაინფიცირებული და გარდაცვლილი ექიმების და ექთნების რიცხვი კი კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამ პროგნოზს აკეთებენ როგორც მედიკოსთა პროფკავშირების წევრები, ისე თავად ექთნები - ზოგი ღიად, უმრავლესობა კი ანონიმურად. წაიკითხე მეტი. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა