ფორუმელი Moor Posted 13 დეკემბერი, 2020 Posted 13 დეკემბერი, 2020 როდის დაბრუნდება ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკებების მაგიდასთან მას მერე, რაც მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა, განსხვავებული განცხადებები კეთდება მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შეხვედრა მმართველ პარტიასთან ფასილიტატორების მონაწილეობით 14 ან 15 დეკემბერს გაიმართება. ამისთვის მზად არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული მოთხოვნები არ იცვლება. „ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, პატიმრებთან, საარჩევნო კოდექსთან ერთად, არის ვადამდელი არჩევნების თემა. რა თქმა უნდა, ეს ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკების მაგიდაზე რჩება“, - აღნიშნა ჩიხლაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ კი თქვა, რომ მოლაპარაკებებს „ქართულმა ოცნებამ“ წერტილი დაუსვა ირაკლი კობახიძის მუქარანარევი განცხადებებით. „იქნება თუ არა მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ არ შემიძლია, დავადასტურო ან უარვყო“, - თქვა ხატია დეკანოიძემ. ახალშეკრებილი პარლამენტის კომიტეტების პირველი სხდომა დღეს გაიმართება ხვალ, მეათე მოწვევის პარლამენტი კომიტეტებში პირველად შეიკრიბება. კომიტეტები შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ დებულებებს, ასევე დაგეგმილია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა. პარლამენტმა კომიტეტის თავმჯდომარეები პარასკევს გამართულ პირველ სხდომაზე დაამტკიცა: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - მიხეილ სარჯველაძე; ჯანდაცვის კომიტეტი - დიმიტრი ხუნდაძე; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - თეა წულუკიანი; სრული სია ნახე აქ. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში 13 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 942 ადამიანი, გარდაიცვალა 46 კოვიდპაციენტი - პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში ჯამში 1 790 პირი ემსხვერპლა. გუშინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ თქვა, რომ პანდემიის გამო დაკეტილი ობიექტების ნაწილმა შესაძლოა ვერც 24 დეკემბრიდან განაახლოს მუშაობა. „თუ ჩვენ შევძელით სიტუაციის სტაბილიზაცია, რაღაცა დოზით რაღაცები გაიხსნება, მაგრამ ამაზე მსჯელობა იქნება. ერთი კვირა გვაქვს იმისათვის, რომ მოვემზადოთ. არ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი, რამდენ ადამიანს დავკარგავთ ამ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ძალიან საფრთხილო იქნება ეს ყველაფერი და გამოჩნდება, ერთი კვირა გვაჩვენებს, თუ რა დოზით, რისი გახსნა იქნება შესაძლებელი ისე, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად არ გაუარესდეს“, - თქვა პაატა იმნაძემ. აშშ-ში შეტაკებები მოხდა დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რამდენიმე ათასმა მომხრემ საპროტესტო აქციები მოაწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქცია ვაშინგტონში ტრამპის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის ძალადობაში გადაიზარდა. ტრამპის მომხრეები აპროტესტებენ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი გახდა ჯო ბაიდენი. თავად ტრამპი არ აღიარებს დამარცხებას. ის დაუსაბუთებლად აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და თავის საარჩევნო შტაბსა და რესპუბლიკელ მხარდამჭერებს იყენებს სასამართლოში ათობით საჩივრის შესატანად, რათა გაუქმდეს არჩევნების შედეგები. სასამართლოები უარს ამბობენ ამ საჩივრების განხილვაზე. წაიკითხე მეტი. მილიონერი პარლამენტარები "ქართული ოცნებიდან" მე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო, მათ შორის, იმ მილიონერმა დეპუტატებმაც, რომლებიც მმართველი პარტიის სიით მოხვდნენ პარლამენტში. პარლამენტის 150 დეპუტატიდან, მათ მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, 23 მილიონერია, ანუ ყოველი მე-7. თუმცა, შესაძლოა, მილიონერი დეპუტატების სია გაცილებით გრძელი იყოს. ეს მას შემდეგ გამოჩნდება, რაც მათი დეკლარაციები საჯაროდ გამოქვეყნდება. რადიო თავისუფლებამ ახალი დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციები, რომლებშიც ფინანსურ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაციის შეტანის ვალდებულება არ ჰქონდათ, საჯარო სამსახურის ბიუროდან გამოითხოვა. რომელ პარტიაშია ყველაზე მეტი მილიონერი და ვინ რა ქონებით მოდის პარლამენტში, წაიკითხე გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში. „იქნებ ჩემს შვილიშვილებსაც მოუვიდეთ ახალი წელი და გამოუშვან მამამისი. დაგვეხმაროს მთავრობა. ყველას ვთხოვთ დახმარებას, ვისაც შეუძლია“, - აცხადებს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური. ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა