Jump to content
×
×
  • Create New...

ოპოზიცია მოლაპარაკებებს ელოდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 დეკემბერს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-5555bdb4dc569d4f78e7930ff1f58685.png

  "ოცნება" მეტ ბოდიშს ითხოვს, ოპოზიცია მეხუთე რაუნდს ელოდება „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ „ხმების პარალელური დათვლის“ (PVT) შედეგების შეცვლის ფაქტი „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან ურთიერთობის უმთავრეს საკითხად აქცია. მოლაპარაკებების უშედეგო ოთხი რაუნდისა და გაჭიანურებული მეხუთე რაუნდის ფონზე, მმართველი პარტია ბოდიშის მოხდას ითხოვს როგორც ოპონენტებისგან, ასევე მესამე სექტორისგანაც. ოპოზიციის ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის ბრძოლა გრძელდება და PVT-ის შედეგების პროცენტული მაჩვენებლის ცვლილება სულაც არ ნიშნავს მათი ბრძოლის შესუსტებას. საზოგადოების დიდმა ნაწილმა სულ ახლახან გაიგო, რომ „ხმების პარალელური დათვლა“ (PVT) არა საარჩევნო ბიულეტენების დათვლას, არამედ კენჭისყრის დღის ბოლოს, საუბნო საარჩევნო კომისიების ოფიციალური მონაცემების შეჯამებას ნიშნავს. შესაბამისად, მათთვის გასაკვირი აღარ არის, რომ PVT-ის საბოლოო მონაცემები თითქმის ზუსტად დაემთხვა ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს. რას ცვლის ხმების პარალელური დათვლა? რა გეგმით მოქმედებს ოპოზიცია და ხელისუფლება? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.     „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პარლამენტს ქვეყნის პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა. პარტიის პრესსამსახურის თანახმად, შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მეათე მოწვევის პარლამენტის სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე, 11 დეკემბერს, მის წინაშე უფლებამოსილება მოიხსნა, რაც, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტმა ცნობად მიიღო. მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. წაიკითხე მეტი.     ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა, გუშინდელი მონაცემებით, იკლო. სულ გამოვლინდა 1337 ახალი შემთხვევა. თუმცა გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი - ერთ დღეში ახალი 49 შემთხვევით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკანასკნელი 1 კვირის ტენდენცია მიანიშნებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით იკლებს. ის ამბობს, რომ ზრდის შეჩერების მიუხედავად, სიმშვიდის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება გარდაცვალების ზრდას, ამაზე კომენტარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა. „გარდაცვალების მაჩვენებლის მატების მიზეზი არის ის, რომ დადგა დრო, როცა მძიმე შემთხვევები, პროგნოზულად [რომელიც] ვიცოდით, რომ არ იქნებოდა კეთილსაიმედო გამოსავალი, აი, აქ დგება არასასურველი შედეგი... სიკვდილიანობის ასეთი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ პაციენტები, რომლებიც მოხვდნენ კლინიკაში ერთი-ორი კვირის წინ, იქ ვერ დადგა ის გამოსავალი, რომელიც მათი გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა“, - თქვა გაბუნიამ.     საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო კიდევ 60 მილიონი ევრო COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 60 მილიონი ევროს გრანტი COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად. თანხა განკუთვნილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში წერია: „აღნიშნული სახსრები პირველი ტრანშია იმ 75 მილიონი ევროდან, რომელიც COVID-19-ის მიმართ მდგრადობის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული და რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებაში“. წაიკითხე მეტი.     ულტიმატუმი სახელმწიფოს, „გადაარჩინოს კლუბები“ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, თბილისის მსოფლიოში ცნობილმა კლუბებმა, საკუთარი ინიციატივით, დახურეს კარები და შეწყვიტეს მუშაობა. 10 თვის თავზე, როცა პანდემიას დასასრული ჯერ ისევ არ უჩანს, ელექტრონული მუსიკის სფეროს წარმომადგენლები გადარჩენის საკუთარ გეგმას სთავაზობენ ხელისუფლებას და მოითხოვენ დახმარებას. სფეროს წარმომადგენლებს აღრიცხული აქვთ ელექტრონული მუსიკის 100-მდე სივრცე, რომელთაც, ძირითადად, საერთო გამოწვევები აქვთ - თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა და მათი შენარჩუნება, საბანკო ვალდებულებები, დაზღვევისა და კომუნალური გადასახადები. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების პროცესი, მოულოდნელი ეკონომიკური შეზღუდვები და ინსტრუქციების ხშირი ცვლილება, სფეროს წარმომადგენლების მტკიცებით, მათ საქმიანობის სწორად დაგეგმვის საშუალებას არ აძლევს. როგორ ხედავს ელექტრონული მუსიკის სფერო გადარჩენის გზას, წაიკითხე ვრცლად თორნიკე მანდარიას სტატიაში.             ახალი წლის მოახლოებასთან ერთად კახეთის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეინიშნება. ცენტრალურ ქუჩებზე წინასაახალწლო-საშობაო გარე ვაჭრობა დაიწყო. ვინ რას და რამდენს ყიდულობს?

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   59 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 59 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(5)
    • Chrome(6)
    • Facebookexternalhit(5)