Jump to content
×
×
  • Create New...

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადები ცნობილია


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრის მობილობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2021 წლის 28 იანვრიდან 2021 წლის 8 თებერვლის 18:00 სთ-მდე პერიოდი.

მობილობის მსურველი სტუდენტი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიოს შემდეგ ბმულს: students.emis.ge. აღნიშნული გვერდზე მსურველი დარეგისტრირებას 28 იანვრიდან შეძლებს, სწორედ ამ რიცხვიდან ამუშავდება სარეგისტრაციო ველიც.

2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარმოდგენის ვადად კი განისაზღვრა 2020 წლის 28 დეკემბრიდან  2021 წლის 22 იანვრის ჩათვლით პერიოდი.

ხოლო დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ ელექტრონულად ასახვის ვადად დადგინდა 2021 წლის 12 თებერვლიდან 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდი.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   197 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 196 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Facebookexternalhit(2)
    • Chrome(10)
    • ASIA
    • YandexBot(23)
    • Googlebot(2)