Jump to content
×
×
  • Create New...

ბრიტანეთი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ ზომებს ამკაცრებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 დეკემბერს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-e7f647b9fa0f6af4c1acf565bc0f4df2.png

  მუტაციის შედეგად ვირუსმა ბრიტანეთში უფრო სწრაფად გავრცელება დაიწყო ბრიტანეთში ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი ამ დრომდე არსებულზე სწრაფად ვრცელდება. ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გამოაცხადა. საშობაოდ მკაცრი ზომები ლონდონსა და ინგლისის სხვა ადგილებში ამოქმედდება და 16 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება. ვირუსის მუტაცია პირველად სექტემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში და მას შემდეგ ის ვირუსის დომინანტურ ფორმად იქცა ლონდონში და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთის რეგიონებში. ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ ახალი ფორმა ძველზე უფრო რთულია. წაიკითხე მეტი. ამ თემაზე ასევე ნახე: საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას აქვეყნებს     8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახთან დაკავშირებით დევნილთა სააგენტო განცხადებას ავრცელებს დევნილთა სააგენტო თბილისში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ჩანგელიების 5-სულიანი ოჯახის საბინაო უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ოჯახის მისამართია ზუგდიდის რაიონი სოფელი რუხი. გარდა ამისა, დევნილთა სააგენტო ამბობს, რომ ჩანგელიების ოჯახმა ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე ახლად აშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინაც მიიღო. დევნილთა სააგენტოს განცხადებასთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“(PHR) წარმომადგენელს ანა არგანაშვილს, რომელიც ამ ოჯახის უფლებებს იცავს. ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ოჯახი ბინას ზუგდიდში დეკემბერში ელოდა, თუმცა ბინის გასაღები ჯერ არ გადასცემიათ. წაიკითხე მეტი.     "ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძის კანდიდატურები განიხილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე 2 კანდიდატურა განიხილება - ესენი არიან ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ, რომელიც საგანგებოდ შეიკრიბა თავმჯდომარის კანდიდატურებზე შესაჯერებლად. როგორც პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ TV პირველს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა უთხრა, თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებენ, მანამდე კი პარტიის თავმჯდომარის არჩევა ელექტრონულად მოხდება. წაიკითხე მეტი.     დღეს გახდება ცნობილი, გაიხსნება თუ არა სავაჭრო ცენტრები გაიხსნება თუ არა 24 დეკემბერს სავაჭრო ცენტრები, ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღონ. როგორც „თბილისი ცენტრალის” დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა ტვ პირველთან საუბარში თქვა, სექტორის წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან საუბრისას უკვე აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის მუშაობის დროებით განახლება. სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მზად არიან აიღონ რიგების მოწესრიგების პასუხისმგებლობაც. გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 39 პაციენტი.     ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მანდატი 2 წლით გაუხანგრძლივდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მანდატი 2 წლით გაუხანგრძლივდა. მანდატის მოქმედების ვადად 2022 წლის 14 დეკემბერი განისაზღვრა. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება 3 დეკემბერს მიიღო. ამავე გადაწყვეტილებით, საბჭომ 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის მისიას 44.8 მლნ ევროს ოდენობის ბიუჯეტი გამოუყო. ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვსპუნქტიან შეთანხმებას აგვისტოს ომის დასრულების შესახებ. წაიკითხე მეტი.     „მეფე შიშველია“ - ხელისუფლება ქუჩაში დატოვებულ პოლიტიკურ გზავნილებს ებრძვის 2020 წელს პანდემიამ თავისი კვალი დაატყო ქუჩაში გამოსული მოქალაქეების საპროტესტო აქციებსაც. წყლის ჭავლს, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებებს და სოლიდურ ჯარიმებს, რასაც ხელისუფლება წინა წლებშიც იყენებდა აქტივისტების წინააღმდეგ, კომენდანტის საათის დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმებიც დაემატა. ბათუმში ათობით პოლიციელი ოპოზიციის ბუშტებს ხეთქავდა, თბილისში კი - აქტივისტების ჩანთებში შეშას ეძებდა. 2020 წელს ხშირად ისმოდა სიტყვათშეთანხმება „აქცია-პერფორმანსი” - აქტივისტები პროტესტის ახალ ფორმებს ეძებდნენ და ამ პროცესის პარალელურად ისჯებოდნენ ძველი ფორმების გამოყენებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სტენსილების გაკეთება ქუჩებში. 2020 წელს ხელისუფლებამ წინა წლებთან შედარებით ნაკლები ფული დახარჯა ქუჩის მხატვრობის ფესტივალების ორგანიზებაში და მეტი მონდომება გამოიჩინა პოლიტიკურ წარწერებთან ბრძოლაში. როგორ ჩნდება და ქრება ქუჩებში პოლიტიკური ტექსტები? წაიკითხე ამის შესახებ ნასტასია არაბულის სტატიაში.           მამა-შვილის ცნობილი ფოტო, რომელიც რამდენიმე საათში ერთ-ერთი ყველაზე ვირუსული ფოტო გახდა, თეო ჭარელაშვილმა გადაიღო. იმ საღამოს, მამა-შვილის ფოტო საინფორმაციო გამოშვებებისა თუ ტოქშოუების ერთ-ერთ მთავარ ილუსტრაციად იქცა, თუმცა, ფოტოს ავტორის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. თეო ამბობს, რომ ვერაფრით წარმოიდგენდა, მის გადაღებულ ფოტოს თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   59 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 59 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(5)
    • Chrome(6)
    • Facebookexternalhit(5)