ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საკმაოდ პატარა ასაკში, სკოლის დამთავრებისას, ვიღებთ, როცა ვირჩევთ პროფესიას და უნივერსიტეტს, რომელსაც ჩვენს საუკეთესო წლებს დავუკავშირებთ. 25 დეკემბერს მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობისა და უნივერსიტეტის გაცნობის მიზნით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ონლაინ ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსთავის მე-10, თბილისის 151-ე და 171-ე საჯარო სკოლების ხელმძღვანელები, პედაგოგები, მოსწავლეები, აგრეთვე, უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე სულ ახლახან დასრულებული კონკურსის მონაწილეები თბილისისა და რეგიონების: ზუგდიდის, წყალტუბოს, საჩხერის, სენაკის, აბასთუმნის, ქუთაისის, გორის, კასპის საჯარო და კერძო სკოლებიდან. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეებს გააცნეს საგანმანათლებლო და სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამები, ესაუბრნენ პარტნიორი უნივერსიტეტების, გაცვლითი პროგრამებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. პედაგოგები და მოსწავლეები ღია კარის დღეზე წარმოდგენილი ვიდეორგოლების მეშვეობით გაეცნენ უნივერსიტეტის სასწავლო გარემოსა და ლაბორატორიებს. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს აკადემიურ პერსონალს საინტერესო საუბრისათვის და სთხოვეს უნივერსიტეტს პანდემიის გამო შექმნილი შეზღუდვების გათვალისწინებით უფრო მეტი პროექტი შესთავაზონ მოსწავლეებს ონლაინ ფორმატში. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა