Jump to content
×
×
  • Create New...

ელექტრონული ჟურნალის ხარვეზით მუშაობის გამო, განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს ბაზაში ნიშნების ხელახლა შეტანის შესაძლებლობა მისცა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

სკოლებში პირველი სემესტრი სრულდება და პედაგოგები შემაჯამებელი ქულების გამოყვანაზე მუშაობენ. მასწავლებლების უმეტესობა ამბობს, რომ ელექტრონულ ჟურნალში არსებული ხარვეზების გამო, ქულების შეყვანა უჭირთ.

საპილოტე რეჟიმში მიმდინარე პროექტს რომ ხარვეზები აქვს, ამას სამინისტროც აღიარებს. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებს ინსტრუქციას სთავაზობს, რისი საშუალებითაც ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების შეტანას შეძლებენ.

„გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის ელექტრონული ჟურნალი საპილოტე რეჟიმში დანერგილია ყველა საჯარო სკოლაში და არსებობდა ფუნქციონალთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები, მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მთელი სემესტრის განმავლობაში დაწერილი შეფასებები ასახონ ელექტრონულ ჟურნალში“, – ნათქვამია უწყების წერილში, რომელიც პედაგოგებმა მიიღეს.

ელექტრონული ჟურნალის წარმოების პროცესში არსებულ ხარვეზებზე და მათი გამოსწორების ვადებზე კითხვები აქვთ მასწავლებლებს და მოითხოვენ, რომ ამისთვის პედაგოგებს არდადეგების პერიოდის გამოყენების უფლება მიეცეთ.

„ონლაინ სწავლის ორი დღე არ მიჩანს ჟურნალში. ასევე მაინტერესებს ქულები რომელიც დაწერილი მაქვს ონლაინ ცხრილის გასწორებამდე სად შევიტან? დღეები არ ემთხვევა! ეს ჟურნალი მასწავლებლის თავის ტკივილია“

„ელექტრონულ ჟურნალში გრაფაში “კლასები – დეტალურად” გაქრა 1-ლი შემაჯამებელი წერის ნიშნები“

„ვინაიდან აღდგენას არ გვანიშნინებდა, ნიშნები შევიტანე იქვე, შემაჯამებელში, თუმცა “არაც” უწერიათ ამ მოსწავლეებს. ამასთანავე, ერთი შემაჯამებლის ნიშნები გაქრა და შევიტანე დამოუკიდებელში. ასევე მოიქცა არაერთი ჩემი კოლეგა. რაც შეეხება “არებს”, ყოველთვის არ გვაძლევდა მათი შეტანის საშუალებას. ე.ი. ახლა ყველაფერი თავიდან უნდა ვასწოროთ, თანაც 2 დღეში? რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ ეს? მგონი, არ არის ჩვენი ბრალი, ასე რომ არის არეული ყველაფერი ელექტრონულ ჟურნალში. გასაგებია, რომ ახალი პროდუქტია და ბევრი ხარვეზი ჰქონდა, “გაგებით ვეკიდებით”, როგორც ხშირად გვპასუხობდით, მაგრამ ამაზე ჩვენ “ვაგოთ პასუხი” წარმოუდგენელი შრომის ფასად, არ მგონია სწორი. შესწორების ვადა მაინც გაზარდეთ და საამისოდ გამოგვაყენებინეთ არდადეგების პერიოდი. ბოლოს და ბოლოს, მასწავლებელიც ადამიანია. არა?“

„გთხოვთ, დაასახელეთ ბოლო ვადა ელექტრონული ჟურნალის გასწორების. კერძოდ, როდის აისახება გამქრალი 1-ლი შემაჯამებლის ქულები. თუ დროულად ვერ მოხერხდა ზ/ა ხარვეზის აღდგენა, სემესტრული ნიშნების დაწერის ვადა როდისთვის იქნება გადატანილი?“ – წერენ პედაგოგები დისტანციური სწავლების მხარდაჭერისთვის შექმნილ ჯგუფში.

ელექტრონულ ჟურნალის შესახებ საუბრობენ მშობლებიც, მათი თქმით აშკარად ჩანს, რომ სისტემა ჯერჯერობით საცდელ რეჟიმშია.

„დამრიგებელს საერთოდ არ უხსენებია, რომ არსებობს ელექტრონული ჟურნალი, სადაც შეგვიძლია ჩვენი შვილების მიღწევები ვნახოთ, მაგრამ ინტერნეტით გავიგე და საკუთარი ინიციატივით დავრეგისტრირდი როგორც მშობელი. შევდივარ ჩემი შვილის ჟურნალში და მაგალითად ქართულ ენასა და ლიტერატურაში საშუალო ქულას მაჩვენებს 2.67 რაც გამორიცხულია, რადგან ვიცი რომ 8, უფება 9 და 10 ქულები აქვს შემაჯამებელ წერებში მიღებული, როგორც ჩანს ჯერ არ არის სისტემა გამართული. ალბათ დამრიგებელი მოგვაწოდებს ზუსტ ინფორმაციას რა ხდება“, – ამბობს თბილისის ერთ ერთი საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის მშობელი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

„დამრიგებელი ხშირად გვეუბნება, რომ შევამოწმოთ ხოლმე ელექტრონული ჟურნალი, ყველა მონაცემი შემაქვსო “არები”, ქულები, შემაჯამებელი წერები და ა.შ სიმართლე გითხრათ, არ შემიმოწმებია და არ ვიცი რა ქულები უწერია მანდ ბავშვს. დამრიგებელი იმდენად სრულყოფილ ინფორმაციას გვაწვდის, რომ საჭიროება ვერ დავინახე“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი მაია ნინიკაშვილი ჩვენთან საუბარში.

ელექტრონული ჟურნალი საჯარო სკოლებისთვის სავალდებულო მიმდინარე სასწავლო წელს გახდა. პედაგოგების გარდა, ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის შესაძლებლობა მოსწავლეების მშობლებსაც აქვთ.

EDU.ARIS.GE ცდილობს ვადების დადგენას, თუ როდემდე შეეძლებათ პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალში ცვლილებების შეტანა და მისი გარკვევისთანავე ინფორმაციას ამ მასალაში შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

როგორ დაანგარიშდება ამ სემესტრის ბოლოს მოსწავლეთა ნიშნები და ვინ ვერ მიიღებს შეფასებას

როგორ (ვერ) მუშაობს უკვე სავალდებულო ელექტრონული ჟურნალი სკოლებში

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share