Jump to content
×
×
  • Create New...

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასოცირებულ პროფესორ იოსებ ალიმბარაშვილის წიგნი გამოსცა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა გამოსცა ასოცირებულ პროფესორ იოსებ ალიმბარაშვილის წიგნი ,,შიდა ქართლის (გორის მაზრის) მოსახლეობა XIX ს. პირველ ოცწლეულში რუსული კამერალური აღწერების მიხედვით“.

ნაშრომში გადმოცემულია შიდა ქართლის (ყოფილი გორის მაზრის) მოსახლეობის მდგომარეობა, რუსული ხელისუფლების მიერ XIX ს. დასაწყისში, კერძოდ, 1804 და 1818 წლებში ჩატარებული პირველი კამერალური აღწერების მიხედვით.

აღწერები მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მითითებულ პერიოდში რეგიონის მოსახლეობის, მათ შორის, დღეისათვის უცხო ძალის მიერ ოკუპირებული სოფლების დემოგრაფიული, სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის, ეთნიკური, გენდერული და რელიგიური შემადგენლობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში ხსენებულ აღწერათა მასალები ქართულად დღემდე არ გამოქვეყნებულა, წიგნი დახმარებას გაუწევს აღნიშნული საკითხითა და, ზოგადად, საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს, ისტორიის სპეციალობის სტუდენტებს.
წიგნის რედაქტორები არიან: ისტორიის დოქტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ გურული.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share