Jump to content
×
×
  • Create New...

Recommended Posts

  • ფორუმელი

უნდა ისწავლებოდეს თუ არა, თქვენი აზრით? თუ კი, რა სახით და რომელ კლასებში?

ჩემი აზრით უნდა ისწავლებოდეს. ზოგადი განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა. როგორც ტექნიკურებში მათემატიკაა, ისე ჰუმანიტარულებში - ფილოსოფია. 

უმაღლეს სასწავლებლებში არ ვიცი როგორაა საქმე. ჩემს დროს თსუ-ში სავალდებული კურსი გვქონდა, თუმცა სპეციალობას არ ეხებოდა.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Memento Mori said:

უნდა ისწავლებოდეს თუ არა, თქვენი აზრით? თუ კი, რა სახით და რომელ კლასებში?

ჩემი აზრით უნდა ისწავლებოდეს. ზოგადი განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა. როგორც ტექნიკურებში მათემატიკაა, ისე ჰუმანიტარულებში - ფილოსოფია. 

უმაღლეს სასწავლებლებში არ ვიცი როგორაა საქმე. ჩემს დროს თსუ-ში სავალდებული კურსი გვქონდა, თუმცა სპეციალობას არ ეხებოდა.

აბსტრაქტულ აზროვნებას ადამიანი რომელი ასაკიდან იწყებს? 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ლოგიკა კიდე შეიძლება. დანარჩენი მასალა არაფერში გამოადგებათ ბავშვებს

 

 
Share on other sites

9 საათის წინ, Memento Mori said:

უნდა ისწავლებოდეს თუ არა, თქვენი აზრით? თუ კი, რა სახით და რომელ კლასებში?

ჩემი აზრით უნდა ისწავლებოდეს. ზოგადი განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა. როგორც ტექნიკურებში მათემატიკაა, ისე ჰუმანიტარულებში - ფილოსოფია. 

უმაღლეს სასწავლებლებში არ ვიცი როგორაა საქმე. ჩემს დროს თსუ-ში სავალდებული კურსი გვქონდა, თუმცა სპეციალობას არ ეხებოდა.

 არ დავასახელებ ახლა სად და  რომელში( საქართველოზე არ მაქვს ლაპარაკი, მანდ რა ხდება არ ვიცი), მაგრამ მაგ საგნის მოშთობა უნდათ ცენტრალური ევროპის რიგ უნივერსიტეტებში. მოთხოვნაც შემცირებულია და კურსდამთავრებულები ვერ საქმდებიანო და ანუ საგანმა ჩაილურის წყალი დალიაო. ჩემთან უკვე უნდოდათ ჩახსნა, მაგრამ სამი წლით გადაიტანეს ეგ საკითხი. ანუ  წელს ვინც ჩააბარა, იმათმა დაამთავრონო. ეს, ისე ცნობისთვის.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
25 minutes წინ, iaiameri said:

მაგ საგნის მოშთობა უნდათ ცენტრალური ევროპის რიგ უნივერსიტეტებში. მოთხოვნაც შემცირებულია და კურსდამთავრებულები ვერ საქმდებიანო და ანუ საგანმა ჩაილურის წყალი დალიაო. 

გარკვეულწილად სწორიცაა, რეალობიდან გამომდინარე.
ჩემთვის ფილოსოფია აზროვნების წესია და არა პროფესია. 
ფილოსოფიის პროგრამაზე სწავლამ და მერე დიპლომმა რა უნდა მოგცეს? ეგოს კი გაუხარდება რომ ფილოსოფოსის სტატუსი გეწერება დიპლომში, მაგრამ რეალურად 1000-დან ერთი სტუდენტი თუ ქმნის რამე ღირებულ ფილოსოფიურ ნაშრომს. 
ჩვენმა ექსპრესიზდენტმა უფასო ფაკულტეტად რომ ჩააკვეხა ფილოსოფია ეგეც უაზრო ხარჯი იყო, ერთია მე რა მაინტერესებს, მაგრამ რეალურად რამდენად სჭირდება ქვეყნას ამდენი ,,ფილოსოფოსი"? რა უნდა აკეთონ? 
უნივერსიტეტში ფილოსოფიაზე სწავლა დროის უაზროდ ხარჯვა მგონია, პროგრამებიც ისეთი მკვდარია, მეტაფიზიკაში რამე ახალს შექმნი, ეთიკაში თუ რაში? ესთეტიკას გადაიაზრებ პოსტმოდერნის ჭრილში და რა? პოლიტიკური ფილოსოფია კიდევ შეიძლება...
მაგისტრატურაზე პირველად ფილოსოფიაზე ჩავაბარე, მაგრამ ,,და რა?"-ს შეგრძნებამ არ მომასვენა...

სკოლაში ვასწავლიდი კრიტიკულ და დამოუკიდებელ აზროვნებას- სერიოზული პრობლემაა, რასაც ვაკვირდები. ადამიანებს ისე მარტივად სჯერათ ტროლების და ფეიკნიუსების, გული მიღონდება.
ამ უნარით დანარჩენი ინტერესები თავისით განვითარდება. 

Share on other sites

  • ფორუმელი

@mulan გააჩნია აბსტრაქტულ აზროვნებას რას დავარქმევთ. საშუალო კლასებიდან უკვე შეიძლება ფილოსოფიის ნელ-ნელა შეყვანა, ჩემი აზრით. საერთოდ წესით ბავშვები ფსიქოტიპების მიხედვით უნდა კლასიფიცირდნენ და ამის მიხედვით შეირჩეს მათთვის მისაწოდებელი საგნები და მიწოდების ფორმა. უზარმაზრი რეფორმებია სკოლებში გასატარებელი, მაგრამ ეგ ცალკე თემაა.

@Moor ლოგიკა პირველ რიგში. გამოდგომას რაც შეეხება, მათემატიკაც არ ადგება ბევრს (გარდა ელემენტარული მიმატება-გამოკლებისა), მაგრამ ტვინის განვითარებისთვის და თვალსაწიერის გასაფართოებლად ასარგებლოა ნამეტნავად.

@iaiameriრომ ვერ საქმდებიან, მანდ გასაკვირი არაფერია. სხვა რამეს ელოდებოდნენ ნეტა? რომელიმე კომპანიაში ან სახელმწიფო უწყებაში არსებობს პროფესიონალი ფილოსოფოსის შტატი?

@Darkness პროფესიონალმა ფილოსოფოსებმა მომავალ თაობებს უნდა ასწავლონ ეს დისციპლინა (უმეტესობას უბრალოდ არასპეციალური საგნის სახით). ამისთვისაა საჭირო. სახელმწიფო დოტაციაზე უნდა იყვნენ ეგ ფაკულტეტები და ლექტორები, რომ მაქსიმალურად გონებაგახსნილი მოქალაქეები გვყავდეს. თუმცა ახლის მოფიქრებაც არაა გამორიცხული.

 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

რა მაგის პასუხია და თსუ-ში ერთი კაცი მასწავლიდა ფილოსოფიას, ტანდაბალი იყო, მაგრამ უკვე ეკიდა ეგ :up:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

14 საათის წინ, Memento Mori said:

მაქსიმალურად გონებაგახსნილი მოქალაქეები გვყავდეს.

მე მგონი ყველაზე ნაკლებად ეგ უნდათ უკვე.

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share