ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 მემარჯვენე ლიბერტარიანული პარტიის გირჩის ყოფილმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ ბავშვთა პორნოგრაფიის თემაზე პარტიის თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას მიერ გავრცელებული საკამათო მოსაზრების გამო თავის თანაგუნდელებს გამოეყო, 26 დეკემბერს ახალი პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ დააფუძნა. ჯაფარიძემ ჟურნალისტენს უთხრა, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისისა და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ჩიხის გამო მის ახალ პარტიას რაიმე კონკრეტული გეგმები ჯერ არ აქვს. „ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, შიგნით გავძლიერდეთ და გავიზარდოთ“, – განაცხადა მან. ახალი პარტია ძველი გირჩის იდენტურ ლოგოს გამოიყენებს, ვინაიდან, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, არც ის და არც მისი ყოფილი თანაპარტიელები საავტორო უფლებებს არ აღიარებენ. პარტია გირჩი მას შემდეგ გაიყო, რაც ზურაბ ჯაფარიძემ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი და ამავე პარტიის რამდენიმე ლიდერის – იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და ალექსანდრე რაქვიაშვილის „გზები გაიყო“. ჯაფარიძის განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიის თემაზე ხვიჩიას 29 ნოემბერს გავრცელებულ საკამათო მოსაზრებას მოჰყვა. ხვიჩიამ პოლიცია ბავშვთა პორნოგრაფიის მასალის „შეძენა-შენახვისთვის“ ზუგდიდში ერთიპირის დაკავების გამო გააკრიტიკა, რასაც საზოგადოებისა და თავად გირჩის წევრთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა, ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებას „ბევრი მიზეზი“ აქვს, მაგრამ არა „იაგოს განცხადების შინაარსი“. მანვე განმარტა, რომ მიზეზებზე ხმამაღლა „საჯაროდ საუბარს“ არ აპირებს. გირჩი“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად პირველად გამოვიდა და ამომრჩევლის ხმების 2.89% მოაგროვა. შედეგად, პარტიას მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი ერგო, მათ შორის, ჯაფარიძეს, ხვიჩიასა და მეგრელიშვილს. გირჩი სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. თუმცა, გირჩმა მანდატებზე უარის თქმის მიზნით, ცესკოს ჯერ არ მიმართა. ზურაბ ჯაფარიძემ მანდატზე უარი პარტიიდან გამოყოფის შემდეგ ოფიციალურად თქვა. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა