Jump to content
×
×
  • Create New...

დოპინგის შესახებ ინფორმაციის გამავრცელებლები არ აპირებენ რუსეთში დაბრუნებას


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-4fe192efaf7c67b2fcff3e6833e5943f.jpeg

რუსი წყვილი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის სპორტულ სამყაროში დოპინგის სკანდალის გამოაშკარავებაში, 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთს თავის ქვეყნად აღარ ცნობს და არ აპირებს იქ დაბრუნებას.  ვიტალი და იულია სტეპანოვები აშშ-ში, საიდუმლოდ დატოვებულ ადგილას ცხოვრობენ თავიანთ 7 წლის ვაჟთან ერთად. ვიტალიმ სააგენტო "დოიჩე პრესეს" უთხრა, "რუსეთი არის ჩვენი დაბადების ადგილი. არ ვგეგმავთ რუსეთში დაბრუნებას".  წყვილმა რუსეთი 2014 წელს დატოვა, რამდენიმე დღით ადრე, სანამ ნაჩვენები იქნებოდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ისინი დეტალურად აღწერენ რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დოპინგის პროგრამას.  სტეპანოვის თქმით, ოჯახმა 2016 წელს აშშ-ს მიმართა თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით და მას შემდეგ ამერიკული საშუალო კლასის ტიპური ცხოვრებით ცხოვრობს. მისი თქმით, ის და მისი ცოლი არ ნანობენ გადადგმულ ნაბიჯებს.  დოპინგის სკანდალი გამოაშკარავდა მას შემდეგ, რაც იულია სტეპანოვამ - წარსულში წამყვანმა მორბენალმა რუსეთის ეროვნულ გუნდში - ჩუმად ჩაწერა მწვრთნელები და სპორტსმენები, და ეს ჩანაწერები გერმანულ სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში მოხვდა. ამას მოჰყვა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მხრიდან გამოძიება, რომელსაც ეხმარებოდა მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგორი როდჩენკოვი. გამოძიების შედეგად, რუსეთის ზოგიერთ გუნდს აეკრძალა 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. 

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share