Jump to content
×
×
  • Create New...

ლიუბოვ სობოლი აცხადებს, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები კრემლის შურისძიებაა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-3d98f92bdf3561158f297905e52a085b.jpeg

ლიუბოვ სობოლი, წამყვანი იურისტი კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულ ფონდში (FBK) დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ ამბობს, რომ სახლში შეჭრის შესახებ მისთვის წაყენებული ბრალდებები "აბსურდულია" და წარმოადგენს "შურისძიებას" იმისთვის, რომ ნავალნი გადაურჩა მისი მკვლელობის მცდელობას.  "ვთვლი, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული ეს სისხლის სამართლის საქმე პირველ რიგში ნავალნიზე შურისძიებაა, ... რადგან ის გადაურჩა ქიმიური იარაღით მოწამვლას, შურისძიებაა მისი ანტიკორუფციული ნაბიჯებისთვის" - უთხრა სობოლმა ტელეკომპანია "დოჟდს" 27 დეკემბერს.  სობოლისთვის წაყენებული ბრალდებები უკავშირდება მის მიერ ზარის დარეკვას ნავალნიზე თავდასხმასთან დაკავშირებული, ფედერალური უშიშროების სამსახურის ოფიცრის სახლის კარზე 21 დეკემბერს. სობოლი 25 დეკემბერს დააკავეს და ექვსჯერ დაკითხეს. ნავალნი 20 აგვისტოს გახდა ავად, როცა ციმბირიდან მოსკოვში მიფრინავდა. ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს მის მოწამვლაში საბჭოთა პერიოდის ნერვული ნივთიერებით. 

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

მაგარი გოგოა სობოლი, სამწუხაროდ ნავალნისაც და მაგასაც შანსი არა აქვთ, რავი ეგებსაბედნიეროდაც და უარესები გამოდგნენ ჩვენთვის. მტერი და მოყვარე ხომ ასე ძნელი გასარჩევია, როცა ჯიშიც არ გიწყობს ხელს.

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share