Jump to content
×
×
  • Create New...

ევროპის კავშირის ქვეყნებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა დაიწყო


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-71acae3b43509dc93cd439ff06bfbab2.jpeg

ევროპის კავშირის ქვეყნებმა დაიწყეს ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი აცრა. ამ ეტაპზე ერთადერთი რეგისტრირებული ვაქცინა ამერიკული ფირმა Pfizer-ის მიერ შემუშავებული ვაქცინაა. როგორც ავტორები ამტკიცებენ, მისი ეფექტიანობა 95 პროცენტს უდრის. პირველ ეტაპზე ევროპის ქვეყნები შედარებით ნაკლები რაოდენობის დოზას მიიღებენ, მაგრამ, საბოლოოდ, როიტერსის ცნობით, ეს რიცხვი 12,5 მილიონს მიაღწევს. ევროპაში პირველ რიგში ხდება სარისკო ჯგუფის და სამედიცინო პერსონალის აცრა. ესპანეთის პირველი მოქალაქე, რომელმაც კორონავირუსის აცრა გაიკეთა, 96 წლის არასელი იდალგო იყო. 29 წლის იტალიელი ექთანი, კლაუდია ალივერნინი თვლის, რომ კოვიდზე აცრა "ამაღელვებელი ისტორიული მომენტი" იყო მისთვის. ავსტრიის კანცლერმა, ზებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ვაქცინა პანდემიაზე გამარჯვების დასაწყისია და, მისი აზრით, ვაქცინა ვითარებას შეცვლის. ევროპის კავშირში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 16 მილიონია. ვირუსმა 223 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share