ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 ევროპის კავშირის ქვეყნებმა დაიწყეს ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი აცრა. ამ ეტაპზე ერთადერთი რეგისტრირებული ვაქცინა ამერიკული ფირმა Pfizer-ის მიერ შემუშავებული ვაქცინაა. როგორც ავტორები ამტკიცებენ, მისი ეფექტიანობა 95 პროცენტს უდრის. პირველ ეტაპზე ევროპის ქვეყნები შედარებით ნაკლები რაოდენობის დოზას მიიღებენ, მაგრამ, საბოლოოდ, როიტერსის ცნობით, ეს რიცხვი 12,5 მილიონს მიაღწევს. ევროპაში პირველ რიგში ხდება სარისკო ჯგუფის და სამედიცინო პერსონალის აცრა. ესპანეთის პირველი მოქალაქე, რომელმაც კორონავირუსის აცრა გაიკეთა, 96 წლის არასელი იდალგო იყო. 29 წლის იტალიელი ექთანი, კლაუდია ალივერნინი თვლის, რომ კოვიდზე აცრა "ამაღელვებელი ისტორიული მომენტი" იყო მისთვის. ავსტრიის კანცლერმა, ზებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ვაქცინა პანდემიაზე გამარჯვების დასაწყისია და, მისი აზრით, ვაქცინა ვითარებას შეცვლის. ევროპის კავშირში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 16 მილიონია. ვირუსმა 223 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა