Jump to content
×
×
  • Create New...

მამუკა ხაზარაძე: 2022 წელს უნდა დაინიშნოს სრულად პროპორციული არჩევნები


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-2e9754d838cffe7cb692723cd93ff0a6.png

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდება და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. მან "მთავარი არხის" ეთერში თქვა, რომ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნებს ოპოზიცია კი არა, ახლა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ითხოვს. "მე დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკება შედგება და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. იდეალურია, რომ 2021-ში მოხდეს ეს ყველაფერი, რისიც მე არ მჯერა, მაგრამ მე მგონია, რომ 2022-ში შესაძლებელია სრულად პროპორციული არჩევნები... ეს სხვა პარტიებმა და ოპოზიციამაც უნდა გაიზიაროს... ჩემი აზრია, რომ 2022-ში უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები სრული პროპორციული და იქიდან უნდა დაიწყო ახალი 4 წლის ათვლა", - თქვა ხაზარაძემ. ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღად 2022 წელს ასახელებს. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ამ დრომდე უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არ შედის პარლამენტში. 

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share