Jump to content
×
×
  • Create New...

ირმა ნადირაშვილის თქმით, ელენე ხოშტარია ახალი პლატფორმის შექმნას გეგმავს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-c7bfc5693d5cecc318f4bbbda146ac6b.jpeg

ირმა ნადირაშვილის თქმით, ელენე ხოშტარია ახალი პლატფორმის შექმნას გეგმავს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ელენე ხოშტარია „ევროპული საქართველოს“ დატოვებას აპირებს. მისი თქმით, ელენე ხოშტარია ცალკე პოლიტიკური პლატფორმის შექმნას გეგმავს. მედიასთან საუბარში ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება არანაირ უთანხმოებას არ უკავშირდება: „დიახ ის აპირებს ცალკე პლატფორმის გაკეთებას...და ამის თაობაზე ჩვენ ვიცოდით ძალიან დიდი ხანია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს ახალი ამბავი დღეს არ იყო. ვიცოდი წინა დღეებშიც ამის თაობაზე...არანაირი უთანხმოება ეს ელენეს გადაწყვეტილებაა. ის თვლის რომ მომავალში ასე სჭირდება მას. ის ოპოზიციურ ერთობაში ჩვეულებრივად რჩება“, - უთხრა მედიას ირმა ნადირაშვილმა. ელენე ხოშტარიას პარტიიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია მედიამ 28 დეკემბერს დილით გაავრცელა. „ევროპულ საქართველოში“ დაიგეგმა ბრიფინგიც, რომლის თემაც სავარაუდოდ ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლა და გეგმები იქნება.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   22 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 22 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(1)