Jump to content
×
×
  • Create New...

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში თავდასხმისას მისი ერთი ჯარისკაცი  მოკლეს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-ec1dc8434b9488daeb74fe2b8a03db05.jpeg

აზერბაიჯანმა გაავრცელა ცნობა, რომ მისი ერთი ჯარისკაცი მოკლეს და ერთი დაჭრეს მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს 28 დეკემებრის ინფორმაციით, „სომეხთა უკანონო შეიარაღებულმა ჯგუფმა“  წინა დღით იერიში მიტანა აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფზე სოფელ აღდამში, ხოჯავანდის რაიონში. სამინისტრო დასძენს, რომ ყველა თავდამსხმელი მოკლული იქნა.     სამინისტრო აცხადებს, რომ „გადამჭრელ ზომებს“ მიმართავს, თუ ასეთი კვლავ განმეორდა.  ერევანს, ასევე მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხების დე ფაქტო ხელისუფლებას, სამინისტროს განაცხადების გარშემო კომენტარი არ გაუკეთებიათ. ადრე  სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ მედიის ცნობის გარშემო, რომ სროლა იყო ჰედრუთში, განაცხადა, რომ სომხური ძალები მთიან ყარაბაღში მკაცრად იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც დაიდო აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღისთვის სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტის მიზნით მოსკოვის შუამავლობით. ამ შეთანხმებით, მთიანი ყარაბაღის ნაწილი და მისი მიმდებარე რამდენიმე რაიონი, მათ შორის ხოჯავანდისა, აზერბაიჯანის ძალებს დაუქვემდებარდა იქ სომეხთა 30 წლიანი ბატონობის შემდეგ.   მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიაა, რომლის ეთნიკური სომხური მოსახლეობა არ ემორჩილება აზერბაიჯანის ხელისუფლებას. მათ თვითმმართველობა გამოაცხადეს სომხეთის დახმარებით და აზერბაიჯანის ძალები და აზერბაიჯანული მოსახლეობა განდევნეს რეგიონიდან 1990-იანი წლების ომის დროს. 2020 წლის 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღისთვის მოსკოვის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა, რასაც იქ რუსეთის სამშვიდობო ძალების  განთავსება და რეგიონზე ნაწილობრივ ბაქოს კონტროლი მოჰყვა.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   286 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 286 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(1)