ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 აზერბაიჯანმა გაავრცელა ცნობა, რომ მისი ერთი ჯარისკაცი მოკლეს და ერთი დაჭრეს მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს 28 დეკემებრის ინფორმაციით, „სომეხთა უკანონო შეიარაღებულმა ჯგუფმა“ წინა დღით იერიში მიტანა აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფზე სოფელ აღდამში, ხოჯავანდის რაიონში. სამინისტრო დასძენს, რომ ყველა თავდამსხმელი მოკლული იქნა. სამინისტრო აცხადებს, რომ „გადამჭრელ ზომებს“ მიმართავს, თუ ასეთი კვლავ განმეორდა. ერევანს, ასევე მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხების დე ფაქტო ხელისუფლებას, სამინისტროს განაცხადების გარშემო კომენტარი არ გაუკეთებიათ. ადრე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ მედიის ცნობის გარშემო, რომ სროლა იყო ჰედრუთში, განაცხადა, რომ სომხური ძალები მთიან ყარაბაღში მკაცრად იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც დაიდო აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღისთვის სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტის მიზნით მოსკოვის შუამავლობით. ამ შეთანხმებით, მთიანი ყარაბაღის ნაწილი და მისი მიმდებარე რამდენიმე რაიონი, მათ შორის ხოჯავანდისა, აზერბაიჯანის ძალებს დაუქვემდებარდა იქ სომეხთა 30 წლიანი ბატონობის შემდეგ. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიაა, რომლის ეთნიკური სომხური მოსახლეობა არ ემორჩილება აზერბაიჯანის ხელისუფლებას. მათ თვითმმართველობა გამოაცხადეს სომხეთის დახმარებით და აზერბაიჯანის ძალები და აზერბაიჯანული მოსახლეობა განდევნეს რეგიონიდან 1990-იანი წლების ომის დროს. 2020 წლის 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღისთვის მოსკოვის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა, რასაც იქ რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება და რეგიონზე ნაწილობრივ ბაქოს კონტროლი მოჰყვა. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა