ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, პოსტპანდემიურ პერიოდში, მას შემდეგ, რაც ბავშვები სკოლაში დაბრუნდებიან, სასკოლო კვების პროექტის განხორციელებას გეგმავს. ინიციატივის შესახებ რამდენჯერმე გაჟღერდა პარლამენტში 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის განხილვისას, თუმცა კონკრეტულად რას გეგმავს ამ მიმართულებით სახელმწიფო, სკოლის რომელ საფეხურს შეეხება უფასო კვების პროექტი, ან სხვა დეტალები არ დაკონკრეტებულა. პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ პროექტი გაეროს ბავშთა ფონდთან UNICEF თანამშრომლობით ხორციელდება და ის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. „ბავშვთა სიღარიბისა და არასრულფასოვანი კვების აღმოსაფხვრელად, განათლების სამინისტრო იუნისეფთან ერთად და ამაში კომიტეტის როლიც მნიშვნელოვანი იქნება, მუშაობს ბავშვთა სასკოლო კვების პროგრამაზე. ეს არის ფინანსურად მძიმე პროგრამა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ამ ეტაპზე აუცილებელი. მით უმეტეს, პოსტ პანდემიურ პერიოდში, როცა ბავშვთა სიღარიბემ შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი ხარისხი მიიღოს და სასურველია თუნდაც დაწყებით კლასებში პირველ ეტაპზე ჩვენ ეს შევძლოთ. მე მინდა ბატონ მიხეილს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ის აქტიურად მუშაობს ამ პროგრამის განხორციელებაზე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. პროექტის დეტალების გასარკვევად EDU.ARIS.GE UNICEF-ის საქართველოს ოფისს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ სამინისტროსთან ერთად ნამდვილად მუშაობენ სასკოლო კვების გაუმჯობესების პროექტზე, თუმცა რადგან ამ ეტაპზე სამუშაო რეჟიმში არიან, დეტალებს საჯაროდ ვერ გაახმაურებენ. ოფიციალური პირებისგან ბავშთა კვების საკითხზე ამ დროისთვის ვიცით, რომ ის პირველ ეტაპზე შესაძლოა სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შეეხოს და დიდ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ბიუჯეტის და ხარჯების სავარაუდო მოცულობა ჯერ არ კონკრეტდება. „ბავშვთა კვება უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან და UNICEF-თან ერთად დაწყებული გვაქვს უკვე ამაზე მუშაობა. ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა და განსაკუთრებით აქტუალური გახდა ახლა. UNICEF-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება გვაქვს შემუშავებული და კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. რასაკვირველია, კომიტეტთან ერთად უნდა გავიაროთ საკითხი, რადგან ეს დაკავშირებულია სერიოზულ ფინანსებთან“, – აღნიშნა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. საჯარო სკოლებში ჯანსაღი კვების ელემენტების შეტანა რამდენიმე წლის წინ, განათლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სცადა, რომელმაც სკოლაში მოსწავლეებს უფასოდ ვაშლის მირთმევა შესთავზა, თუმცა ეს პროექტი მისი პოსტიდან წასვლის შემდეგ აღარ გაგრძელებული. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფასო კვების პროექტი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო გეგმების ნაწილიც იყო, მაგალითად ამ საკითხზე დიდი ხანია საუბრობენ „ლეიბორისტული პარტიის“ და “პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები. რაც შეეხება მშობლებს, ისინი სკოლებში კვების საკითხის მოწესრიგების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა ფიქრობენ რომ ამ ეტაპზე რთული განსახორციელებელი იქნება. „არსებობს ამაზე საერთოდ ლაპარაკი? არ ვიცოდი. ბაღებში როგორც მოწმდება ასევე თუ იქნება კონტროლი, რატომაც არა, ძალიან ბევრი ოჯახისთვის იქნება შეღავათი. ჩემი შვილი ვიცი არაფერს შეჭამს, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, გონებრივი მუშაობა შესაბამის კვებას მოითხოვს და აუცილებელია მოზარდისთვის. კარგი იქნება თუ ექნებათ მოსწავლეებს არჩევანი, მაგალითად თუ არ მოეწონება უფასო მენიუ, თავად იყიდოს სასურველი“, – ამბობს მეორეკლასელი მოსწავლის დედა ნათია არაბული. „მე, მაგალითად ე.წ ბუფეტის საკვებს ვერასდროს ვენდობი, როცა იყიდა და ჭამა ბავშვმა ყოველთვის ფაღარათი დაემართა, ამიტომ არ ვსარგებლობდით, მერე სულ დაიხურეს სკოლის ბუფეტი. ზოგადად, სკოლაში ბავშვის კვების საკითხზე ყოველთვის ვნერვიულობ, სახლიდან რაღაცას გაატან, მაგრამ ეს არ არის ის ულუფა, რაც ბავშვს სჭირდება. ამიტომ თუ სათანადოდ მოწესრიგდება ეს საკითხი ძალიან კარგი იქნება და ასევე უკეთესი იქნება თუ ბავშვებს ასწავლიან და აუხსნიან ჯანსაღი კვების მნიშვნელობას. ამ პანდემიის და კრიზისის პირობებში მეეჭვება შეძლონ, თუმცა იმხელა თანხები იხარჯება განათლებაზე ჯობია ასეთ სფეროებზე მიმართონ ფინანსები, რატომაც არა“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 ვაშლებზე გამახსენდა. მე მეწერა ფეისზე ისტორია, რომ ჩემს შვილს საგზალი დარჩა სახლში თქო და მის სკოლაში ბუფეტი როგორც ასეთი არ არის და ერთადერთი რაც არის ვაშლებია დიდი კალათებით მეთქი. მშობლების ფულით ყიდულობს დირექცია თქო და მოკლედ ჩემი ბავშვი მთელი დღე იმ ვაშლებზე იყო თქო. ისე ყველაფერი აგიხდეს, რაც ამ იდიოტებმა ეს აიტაცეს და ბიუჯეტის თანხით ვაშლების შესყიდვა დაიწყეს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა