Jump to content
×
×
  • Create New...

საქსტატის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონე არა 11.6% არამედ 17.6% - იყო


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-17ee401ab9d22189cdac3b60489aebfd.jpeg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა გამოაქვეყნა 2020 წლის სტატისტიკა. სადაც ახალ მონაცემებთან ერთად წარმოადგინეს წინა წლებში გამოქვეყნებული უმუშევრობის დონის შეცვლილი მაჩვენებელი, რომელიც კიდევ ერთხელ დათვალეს და განსხვავებული ციფრები მიიღეს. საქსტატის მონაცემებით 2019 წელს უმუშევრობის დონე იყო 11.6% იყო, ახალი მეთოდოლოგიით კი ეს მაჩვენებელი 17.6% პროცენტს შეადგენს. უმუშევრობის დონის გაზრდილი მაჩვენებლის მიზეზი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შეცვლილი მეთოდოლოგიაა, რომელიც უმუშევრების რაოდენობის უკეთ დათვლის საშუალებას იძლევა. ახალი სტანდარტით, თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც წარმოებული პროდუქტის 50%- ზე მეტს პირადი მოხმარებისთვის იყენებენ. ასეთი ადამიანები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად. "უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 1.4 პროცენტული პუნქტით." უმუშევრობის დონემ 2020 წლის მესამე კვარტალში 14,5 % ხოლო კაცები შემთხვევაში 18,9% შეადგინა. 2020 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.7 და 0.7პროცენტული პუნქტით. 

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   30 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 29 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(2)
    • Chrome(16)