Jump to content
×
×
  • Create New...

ტრამპმა ყოყმანის შემდეგ ხელი მოაწერა კოვიდ-19-ის გამო ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-80ef82a7583c04650acf66c405ff5c97.jpeg

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღიანი შეყოვნების შემდეგ ხელი მოწერა კანონპროექტს, რომელიც კოვიდ-19-ის გამო დაზარალებულთა დახმარებას და სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის საჭირო სახსრების გამოყოფას გულისხმობს. ტრამპმა კანონპროექტს ხელი მოაწერა გვიან 27 დეკემბერს მას მერე, რაც თავს იკავებდა და კანონმდებლებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ 11 მილიონამდე ადამიანი სახსრების გარეშე დარჩებოდა, რადგან არ მიიღებდა დამატებით დახმარებას და ოჯახების გამოკვებას ვერ შეძლებდა. ტრამპის თავდაპირველმა, 22 დეკემბრის, უარმა, რომ არ მოაწერს ხელს კანონპროექტს, შოკი გამოიწვია კონგრესში. წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უმრავლესობით მიიღეს კანონპროექტი და თეთრი სახლისგან მიღეს დასტური, რომ პრეზიდეტი ხელს მოაწერდა მას. გარდა უმუშევრობის სისტემატური შემწეობისა, ისინი, ვინც სამუშაო დაკარგეს და შემოსავლის გარკვეულ ზღვარზე არიან, ერთჯერად დახმარებასაც მიიღებენ 600 დოლარის ოდენობით. ტრამპს არ სურდა კანონპროექტზე ხელმოწერა, რადგან თვლიდა, რომ ეს თანხად ერთობ დაბალია. პრეზიდენტმა თავიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ასევე იმ ხარჯების ოდენობა, რომელიც, კანონპროექტს დართული სახელმწიფო დაფინანსების დოკუმენტის მიხედვით, უდრის 1,4 მილიარდი დოლარს და რომელიც ფედერალური მთავრობის ფუნქციონირებისთვის არის გათვალისწინებული სექტემბრის ბოლომდე.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share