Jump to content
×
×
  • Create New...

გამყრელიძე: კორონავირუსის ახალ შტამზე რამდენიმე შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-13c9aac4331c3d094c83880e3f130410.jpeg

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი ჯერ გამოვლენილი არ არის. მისი თქმით, ამ ეტაპზე რამდენიმე საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს. „მიმდინარეობს გენომის სეკვენირება ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია, რომ მეტი ეჭვის საფუძველია იქ. და ამ გენომის სეკვენირებას სჭირდება 4-5 დღე და ალბათ ამ კვირის ბოლოს გვექნება პასუხი. დანარჩენ სამ შემთხვევაზე მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევები, თუმცა პირველად ნიმუშზე გვაქვს ეჭვი, რომ იქნეს ხელმეორედ ნიმუში მოპოვებული და, შესაბამისად, კვლევა ჩატარებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მან მედიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ ახალი შტამის დადასტურების შემთხვევაშიც, არაფერი განსაკუთრებული არ იქნება: „იცით, რომ საქართველომ ჩაკეტა, შესაბამისი შეზღუდვა შემოიღო დიდ ბრიტანეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანებისთვის. ისინი გადადიან კარანტინში. მოგეხსენებათ, ამ რესპირაციულ ვირუსებს ძალიან ხშირად ახასიათებთ სხვა მუტაციები. ეს არ არის მოულოდნელი, იგივე ამ მუტაციის შესახებ სექტემბერშიც იყო ცნობილი. ეს ეხლა უფრო აშკარად ბევრ შემთხვევებში რომ დადასტურდა ბრიტანეთში, მაშინ მიეცა მას უფრო ფართო საინფორმაციო კამპანია. ბევრ ქვეყანაშია უკვე დაფიქსირებული და არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. ის არ არის უფრო აგრესიული, ვიდრე ჩვეულებრივი შტამი და ერთადერთი, რასაც ამბობენ მეცნიერები ბრიტანეთიდან, ძირითადად თითქოს უფრო ადვილად გადადის ახალგაზრდებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დიდ ბრიტანეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საქართველოში არსებულ სპეციალურ სივრცეებში 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება საქართველოს და ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 21 დეკემბრის სხდომაზე მიიღო.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share