Jump to content
×
×
  • Create New...

გამყრელიძე: თუ ასეთი შეზღუდვები არ გაგრძელდა, იანვარში დღეში 5 ათასამდე პირი დაინფიცირდება


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-9265350abc81b943de6430373bfc4b8b.jpeg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ქვეყანაში შეზღუდვები მოიხსნება, იანვრის ბოლოს დღიურად კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ 5 ათასამდე გაიზრდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "თუ ჩვენ ამ ტიპის შეზღუდვებს, რაც დღეს მოქმედებს, გავაგრძელებთ თვის ბოლომდე, იანვრის ბოლოსთვის გვექნება 1 571 ახალი შემთხვევა. ეს შემთხვევების რაოდენობა იქნება ის, რასაც იჭერს სისტემა და რასაც ვერ იჭერს. რასაც იჭერს, ეს იქნება, დაახლოებით, 800 - 900, რასაც ვერ დაიჭერს, ეს იქნება 600 - 700", - თქვა მან. მანვე აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 70 პროცენტამდეა გაზრდილი. მისი პროგნოზით, თუ ეს მაჩვენებელი 95%-ს გაუტოლდება, იანვრის ბოლოს დღიურად 728 ახალი შემთხვევა იქნება. მათგან 500-ს აღმოაჩენენ, ხოლო დანარჩენი ნაწილი ტესტირების მიღმა დარჩება. მკაცრი შეზღუდვების დაწესების შემდეგ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა იკლო. ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 583 პირს დაუდატურდა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 222 143 შემთხვევა.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share