ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. 4 769 გატესტილი ადამიანიდან 538-ს ვირუსი დაუდასტურდა. მათი უმრავლესობა კი კვლავ თბილისზე მოდის. რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: თბილისი - 257; აჭარა - 68; იმერეთი - 55; ქვემო ქართლი - 29; შიდა ქართლი - 16; გურია - 14; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34; კახეთი - 36; მცხეთა-მთიანეთი - 19; სამცხე-ჯავახეთი - 8; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 222 143 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 766-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 206 313. ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 41 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 418-მდე გაიზარდა. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა