ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 23 დეკემბერს ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) დერმატოლოგიის, ვენეროლოგიისა და ალერგოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ იაცეკ შჩეპიეტოვსკის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა. იაცეკ შჩეპიეტოვსკი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტთან პარტნიორობის ინიციატორია. მისი ხელშეწყობით განვითარდა ორმხრივი თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის, კერძოდ: გაცვლითი პროგრამით ისარგებლეს როგორც სტუდენტებმა, ისე ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა, სამომავლოდ კი მხარეებს შორის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტები იგეგმება. აღსანიშნავია, რომ იაცეკ შჩეპიეტოვსკის სამეცნიერო ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით კსუ-ში ჩატარდა „ზაფხულის სკოლა დერმატოლოგიაში“, ასევე, მისი ხელშეწყობით კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი პირველად ჩაერთო „ერასმუს +“ პროექტში. პროფესორი შჩეპიეტოვკი წლებია აქტიურად მოღვაწეობს როგორც აკადემიურ, ისე ადმინისტრაციულ პოზიციებზე. არის დერმატოლოგიისა და ფსიქიატრიის ევროპული საზოგადოების პრეზიდენტი. ის არის 700-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 17 წიგნის ავტორი. საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების ღონისძიებაზე აუდიტორიას მიესალმნენ კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ღონისძიების მოდერატორი – სესილი გოგიბერიძე; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი – კახაბერ კორძაია; ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი – პიოტრ პონიკოვსკი; მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი – მაგდა თორთლაძე; მედიცინის დოქტორი, პროფესორი – ლალი მეკოკიშვილი. საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდეგ იაცეკ შჩეპიეტოვსკიმ წაიკითხა ლექცია თემაზე: Itch 2020 – Interdisciplinary Phenomenon (ქავილი 2020 – ინტერდისციპლინარული მოვლენა). ღონისძიება ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა