ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 სოციალურ საცხოვრებლებში მყოფ მოსწავლეებს მეცადინეობისთვის შესაფერისი გარემო და პირობები არ აქვთ. ამის შესახებ საუბარია ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს კვლევაში, რომელიც თბილისისა და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში ოჯახების ყოფას და საცხოვრებელ პირობებს აღწერს. ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, რაც ჯანმრთელობას,უმუშევრობას, ოჯახურ ძალადობას და კომუნალურ პირობებს ეხება, კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისში, ორხევის საცხოვრებელში ერთ ოჯახზე 38 კვადრატული მეტრია გამოყოფილი, რაც პრობლემებს მოსწავლე ბავშვებს უქმნის. „ორხევის სოციალურ საცხოვრისში, რომელშიც ერთ ოჯახზე 38 კვადრატული მეტრია გამოყოფილი, სამზარეულო, საძინებელი, მისაღები და ბავშვების სამეცადინო სივრცე გაერთიანებულია და 2-დან 7 წევრამდე ცხოვრობს“, – ნათქვამია კვლევაში. კვლევის ფარგლებში ჩატარებული 55 გამოკითხული პირიდან, 94.5% ქალია. ქალები ხშირად რჩებიან უსახლკაროდ, მემკვიდრეობით სახლის მამაკაცისთვის გადაცემის ტრადიციის ან ოჯახური ძალადობის გამო; გამოკითხულთა 16.3%, ვერ იწყებს მუშაობას შვილების აღზრდისა და მათთან დამტოვებლის არყოლის გამო, დანარჩენი ბინადრების პროფესია კი გამოუსადეგარია არსებულ ეკონომიკურ ფორმაციაში. კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა ნაწილისათვის, მათი ოჯახის მთლიანი ყოველთვიური შემოსავალი 350 ლარს შეადგენს, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. გამოკითხულთა 74%-ს (42) აქვს ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, მაღაზიის ან აფთიაქის ვალი. ბენეფიციარების თქმით, სოციალური საცხოვრისების ერთ-ერთი პრობლემაა ასევე მიმდებარედ სარეკრეაციო სივრცეების ნაკლებობა. თბილისში ორხევის სოციალური საცხოვრისის უკან, ბავშვებისთვის მოწყობილი სათამაშო სივრცის გარშემო კი – ქვეწარმავლები ბუდობენ. „საცხოვრისში გატარებული წლები რესპონდენტებისთვის იზოლაციისა და სოციალური გარიყულობის მწარე გამოცდილებაა. ამ დროის განმავლობაში გაუარესდა მათი განათლების, დასაქმების, კვალიფიკაციის, სოციალური ურთიერთობების პერსპექტივები”, – აცხადებენ კვლევის ავტორები. კვლევა 2020 წლის თებერვლიდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიდოში ჩატარდა. საჯარო ინფორმაციის თანახმად, თბილისისა და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში კვლევის მიმდინარეობისას 151 ოჯახი ცხოვრობდა. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა