ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 თევსაჭერი გემი „ონეგა“ ჩაიძირა ბარენცის ზღვაში, ახალი მიწის მახლობლად. გემზე იმყოფებოდა 19 ადამიანი. მათგან 2 გადაარჩინა ახლო მანძილზე მყოფი გემის ეკიპაჟმა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად 17 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. რუსული სააგენტოების ცნობით, წინასწარი ვერსიით, ავარია იმან გამოიწვია, რომ წუხელ ჰაერის ტემპერატურა მინუს 30 გრადუსი იყო და გემის ბორტი მთლიანად მოიყინა. გემი მურმანსკში მდებარე ერთ-ერთ კერძო კომპანიას ეკუთვნოდა. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა