Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველოს პარლამენტში განიხილავენ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-18bbe45fbf6eb915f8e376bf155e35c4.jpeg

საქართველოს მომავალი, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს დღეს განიხილავენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში. დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური პარამეტრები გაუარესებულია კორონავირუსის პანდემიის გამო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის ყველა მუხლს დეტალურად განიხილავენ, რადგან შეცვლილია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის მაკროეკონომიკური პარამეტრებიც, დეფიციტი 7.6%-ია, ხოლო მთავრობის ვალი აჭარბებს 60%-იან ზღვარს. ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით, მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად: მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება; მშპ-ის დეფლატორი პროგნოზირებულია 3,8%-ის ფარგლებში, ხოლო შემდგომ წლებში 3%-ის ფარგლებში. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, 2020 წლისათვის მოსალოდნელია 3.5%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში და შეადგენს 3,0%-ს; 2021 წლის ბოლოსათვის მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით; რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33 680.1 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27 734.2 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 945.8 მლნ ლარის ოდენობით. საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი "ქართული ოცნება" 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრას 29 დეკემბერს, რიგგარეშე სესიის სხდომაზე გეგმავს. მმართველი პარტია პარლამენტში მარტო საქმიანობს, რადგან ოპოზიციამ, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. 8 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტიდან მეათე მოწვევის პარლამენტში 60 დეპუტატი აირჩიეს. 50-ზე მეტმა პარლამენტს უკვე მიმართა უფლებამოსილების შესაწყვეტად.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share