Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ-ში შობა-ახალი წლის შემდეგ ახალ ეპიდაფეთქებას ელოდებიან


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-e50341da929ce8074132ba0ce81828ab.jpeg

აშშ-ის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი იზიარებს ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეშფოთებას იმის შესახებ, რომ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაცია შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს. „ჩვენ მართლაც ძალიან კრიტიკულ წერტილში ვართ“, - უთხრა CNN-ს ენტონი ფაუჩიმ. მისი განმარტებით, შეშფოთების საფუძველია შობის და ახალი წლის დღესასწაულების შემდგომ პერიოდში მოსალოდნელი ახალი ეპიდაფეთქება, რადგან ჯანდაცვის ექსპერტების მოწოდებების მიუხედავად, ადამიანებს უჭირთ სადღესასწაულო დღეებში ერთმანეთთან კონტაქტისგან თავის შეკავება. ენტონი ფაუჩის შეფასებით, ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის აუცილებელია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს ამერიკელების 75-85%-მა. ამჟამად აშშ-ში ვაქცინაცია მიმდინარეობის კომპანიების, Pfizer-BioNTech-ის და Moderna-ს მიერ შექმნილი ვაქცინებით. უკვე აცრილია დაახლოებით, 1.9 მილიონი ადამიანი. ვაქცინა გაიკეთა ენტონი ფაუჩიმაც. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 19 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 333 ათასს აჭარბებს.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   188 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 186 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(5)
    • Googlebot(2)
    • Seth
    • YandexBot(1)